სამეცნიერო სემინარი

05 ოქტომბერი,2017

5 ოქტომბერს, "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის" ფარგლებში, გორის უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო სემინარი.
სემინარში მონაწილეობას იღებდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლები!
სამეცნიერო სემინარი გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ლევან მიდოდაშვილმა - გორის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა და გორის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის სპეციალისტმა გიორგი ყაზიშვილმა.
სამეცნიერო სემინარზე წარმოდგენილი იყო:
"ქართული ენისა და ლიტერატურის"
"უცხოური ენისა და ლიტერატურის"
"ისტორიის"
"ბუნებისმეტყველების"
"მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების"
"განათლების"
"სპორტის" სექციები.
სულ წარმოდგენილი იყო 32 მოხსენება.

მიმაგრებული სურათები