სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო სიმპოზიუმი იმართება

13 ივნისი,2019

თურქეთის საისტორიო საზოგადოების პატრონაჟით 2019 წლის 11-14 ივნისს, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო სიმპოზიუმი იმართება, სადაც მონაწილეობას იღებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი (მ/შ), პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და პროფესორი ოთარ ჯანელიძე.
11 ივნისს გაიმართა სიმპოზიუმის პლენარული სხდომა, სადაც პროფესორი გიორგი სოსიაშვილი გახლდათ სხდომის თავმჯდომარე, ხოლო პროფესორი ოთარ ჯანელიძე მომხსენებელი.
პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საკუთარი მოხსენების ფარგლებში ისაუბრა ქართულ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის განვითარების თვალსაზრისით, მადლობა გადაუხადა მოწევევისთვის უნივერსიტეტის და თურქეთის საისტორიო საზოგადოების ხელმძღვანელობას და დასძინა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება წინაგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ფერეიდანიდან, ისტორიულ სამშობლოში, ფეხით დაბრუნებულ ქართველებთან

17 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ფერეიდანიდან, ისტორიულ სამშობლოში, ფეხით დაბრუნებულ ქართველებთან.

17 სექტემბერი, 2019 სრულად ნახვა

2019-2020 სასწავლო წლის დაწყება

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს, განსაკუთრებით კი პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება...

16 სექტემბერი, 2019 სრულად ნახვა