სამუშაო შეხვედრა დამსაქმებლებთან

11 აპრილი,2019

2019 წლის 11 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დამსაქმებლებთან, სადაც პროგრამის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკის საბაკალავრო, ტურიზმის საბაკალავრო , განათლების ხელმძღვანელობისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები. მოეწყო პროგრამების მიზნებისა და შედეგების განხილვა-დისკუსია. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი; ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი თეა ხორგუაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

14 ივნისს გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია.

14 ივნისი, 2019 სრულად ნახვა

პროფესორ რეფიქ თურანს საჩუქრად გადაეცა საქართველოს დამოუკიდებლობის 100...

11 ივნისს გაიმართა სიმპოზიუმის პლენარული სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდა პროფესორი ოთარ ჯანელიძე, რომელმაც ისაუბრა ქართულ-თურქული ურთიერთობების შესახებ

13 ივნისი, 2019 სრულად ნახვა