სამუშაო შეხვედრა

14 მაისი,2018

ერასმუს+ პროგრამის ჩარჩოებში, ოპოლეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი), 07.05.18-12.05.18 გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მოიცავდა აქტივობებს:
1. ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექციების კურსს (8 საათი) თემაზე “გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში“;
2. საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის გამოცდილების გაცნობა, უცხო ქვეყნებიდან უნივერსიტეტში შემოსულ სტუდენტებთან დაკავშირებული აქტივობები, მათი მომსახურეობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ერასმუის+-ის ჩარჩოებში;
3. შეხვედრებს, ოპოლეს უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმებასა და ერასმუს+ ჩარჩოებში მონაწილეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით;
4. 11 მაისს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა პროფესიული საქმიანობის განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებით.
გორის უნივერსიტეტიდან აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, დოქტორი რუიზან მექვაბიძე, რომელსაც კონფერენციაზე წარდგენილი ჰქონდა „Traditional crafts in Georgia: analysis, problems and development in prospect”. მოხსენებას პირველი ადგილი მიანიჭეს ინფორმაციის ფართოდ გაშუქებისათვის. ქალბატონი რუიზან მექვაბიძე, ჩეხეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ერთად, მიიწვიეს ოპოლეს რადიოში, სადაც ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვება დაეთმო ერასმუს+ პროგრამის განხილვას.

ერასმუს+ პროგრამის ჩარჩოებში 14.05.18-18.05.18 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია ოპოლეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი ფილიპ ტერეშკოვსკი. ვიზიტის მიზანია სამართლის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის, ევროპული სამართლის საკითხების მიმართულებით ლექციების ჩატარება (8 საათი).
ბატონი ფილიპ ტერეშკოვსკი შეხვდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს. ბატონმა ფილიპ ტერეშკოვსკიმ რექტორს გააცნო ვიზიტის მიზანი და გამოთქვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი. ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა სახსოვრად გადასცა პოლონურ ენაზე გამოცემული მოთხრობების კრებული, საკუთარი ავტოგრაფით.
ბატონი ფილიპ ტერეშკოვსკი ასევე შეხვდა სოციალურ მცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარიკა შერაზადიშვილს, სამართლის სკოლის პროფესორებს დავით კვერნაძესა და ივანე ბალახაშვილს, ახალგაზრდობასთან ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელს, ზურაბ ზურაბაშვილს და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელს რუიზან მექვაბიძეს. შეხვედრაზე დაიგეგმა ბატონ ფილიპ ტერეშკოვსკის სამუშაო გეგმა.

 


(ანონოსი)
ოპოლეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი ფილიპ ტერეშკოვსკი, ეწვია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ერასმუს+ პროგრამის ჩარჩოებში. 15.05.18-18.05.18 ბატონი ფილიპ ტერეშკოვსკი ჩაატარებს ლექციების ციკლს თემებზე:
European Administrative Law
Europeanisation of Constitutional Law
Europeanisation of Administrative law
Europeanisation of copyright law among EU member states
ლექციების ზუსტი დრო იხილეთ მონიტორზე. ლექციებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს.

(ახალი ამბები)
ცხადდება კონკურსი უნივერსიტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისათვის ოპოლეს ტექნოლოგიის უნივერსიტეტში. 2018-2019წწ შემოდგომის სემესტრი, . ოქტომბერი-თებერვალი. განაცხადის შემოტანის ვადა 24 მაისი. 25 მაისს ჩატარდება შერჩევა ინგლისური ენის ტესტირების შედეგების მიხედვით და ეცნობება სტუდენტს 25 მაისს.
მოთხონა: CPA არანაკლებ 3.0
ინგლისური ენის ცოდნა: B1/B2
დამატებითი ინფორმაცია
პირველი კორპუსი, 2014
მირანდა ყაჩლავაშვილი.
რუიზან მექვაბიძე

 

მიმაგრებული სურათები