საწავლო პროცესის დაწყება

03 დეკემბერი,2018

2018 წლის 3 დეკემებერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საწავლო პროცესი დაიწყო.
სტუდენტებთან შეხვედრა გახსნა და ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს მიულოცა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. სტუდენტებს ასევე მიმართეს და მიულოცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრატორმა, ლევან წიქარიძემ
ყველა ჩარიცხულ სტუდენტს გილოცავთ პროფესიული ტესტირების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლექცია-გაკვეთილი

2018 წლის 14 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტებს ესტუმრნენ გორის...

14 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა

დოკუმენტური ფილმი

13 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, გაიმართა პროექტ ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" განმახორციელებელი ორგანიზაციის ,,people in need"...

13 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა