სემინარი

16 მაისი,2019

16 მაისს გორის უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ სემინარი გაიმართა.

სემინარს გაუძღვა შერიგებისა და სამოქალაქო თანაწორობის საკითხებში, სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელი ლალი დევიძე.

სემინარის ფარგლებში მოწვეულ ექსპერტებმა ისაუბრეს ქართულ - ოსური კონფლიქტის ძირითად ასპექტებზე და ახალგაზრდების როლზე ურთიერთობათა დარეგულირების პროცესში.
,,არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდა და მათი ჩართვა სამშვიდობო პროცესებში, ისევე, როგორც მათი როლისა და მნიშვნელობის გაზრდა მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მნიშვნელოვანია დიალოგი ახალგაზრდა თაობასთან, მათთან, ვინც მოტივირებულია მიიღოს გამოწვევები და განახორციელოს ცვლილებები“ - აღნიშნა მოხსენებისას კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტის წევრმა ელიკო ბენდელიანმა.

ფონდი ,,ლაზარე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - ,,ქართულ - ოსური სამშვიდობო ინიციატივა“, რომლისა მიზანია, ქვეყანაში ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას და ახალგაზრდებში ტოლერანტობის გაღვივებას.

პროექტისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ძალისმიერი მეთოდების უგულებელყოფა და სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სემინარი

16 მაისს გორის უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ სემინარი გაიმართა.

16 მაისი, 2019 სრულად ნახვა

სემინარი

16 მაისს გორის უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ სემინარი გაიმართა.

16 მაისი, 2019 სრულად ნახვა