შეხვედრა ფერეიდანიდან, ისტორიულ სამშობლოში, ფეხით დაბრუნებულ ქართველებთან

17 სექტემბერი,2019

17 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ფერეიდანიდან, ისტორიულ სამშობლოში, ფეხით დაბრუნებულ ქართველებთან.

31 დღე ფეხით ფერეიდანიდან საქართველომდე - წინაპრების მიერ ტანჯვით გავლილ გზაზე უკან:
2019 წლის 11 აგვისტოდან ირანიდან (ფერეიდანიდან) სამშობლოში, წინაპრების ფუძეზე, ფეხით გამოემართა სამი ქართველი: შაჰრამ ონიკაძე, ომიდ გოგონანი და ისმაილ რაჰიმი.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა ფერედანიდან ჩამოსულ სტუმრებს და მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტში სტუმრობისთვის. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა ფერეიდანში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე. ბატონმა გიორგიმ სტუმრებს საჩუქრად გადასცა მოთრობების კრებული "ვერცხლის ყვავილები", რომელიც მთლიანად ეძღვნება ფერეიდანში მოგზაურობას.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე, ბატონი ნუგზარ სამხარაძე, რომელმაც ასევე მადლობა გადაუხადა ფერეიდანელ ქართველებს ასეთი თავდადებისთვის და გორში სტუმრობისთვის. ისაუბრა ფერეიდანელ ქართველეთან პირველ შეხვედრაზე.

სტუმრები წარადგინა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა მათი ისტორია და გამოვლილი გზა. შეხვედრის დროს შაჰრამ ონიკაძემ, ომიდ გოგონანიმ და ისმაილ რაჰიმმა ემოციურად ისაუბრეს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, დაბრუნებულიყვნენ ისტორიულ სამშობლოში იმავე გზით, რომლითაც მათ წინაპრებს მოუწიათ საქართველოს დატოვება. საზოგადოებას გააცნეს, თუ როგორ შეძლეს საუკუნეების მანძილზე შემოინახათ ქართული ენა და ტრადიციები.

სტუმრებს მიესალმნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გეგრძელდა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე წყალი-სიცოცხლის წყარო, მისი ანთროპოგენული...

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული "ხელის დაბანის საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში, თვითმმართველობის თავმჯდომარის ანა ჯაფარიძის...

18 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა ისრაელის ბენ გურიონის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

2019 წლის 18 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელის ბენ გურიონის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ქალბატონი ლალი ციპი...

18 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა