შეხვედრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებთან

24 იანვარი,2019

2019 წლის 23 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რექტორის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი იოსებ ალიმბარაშვილი, ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის მიმართულების პროფესორები: მარინე ცერცვაძე, ნიკოლოზ ოთინაშვილი და ვაჟა ჩოჩია შეხვდნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებს, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ გია ალიბეგაშვილსა და დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსს ქალბატონ თინათინ ბოლქვაძეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა კონფლიქტისპირა სოფლებში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შემდგომი კვლევისა და განვითარების მნიშვნელობას, ცხინვალის რეგიონში არსებული ქართული ტოპონიმების, ოიკონიმებისა და ჰიდრონიმების დაზუსტებას, შესწავლას და მონოგრაფიის სახით გამოცემას, რეგიონიდან დევნილი და შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლებში კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის ჩაწერას.

დაისახა შემდგომი ერთობლივი ღონისძიებების გეგმა და ვადები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 17 ივლისიდან საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის.

19 ივლისი, 2019 სრულად ნახვა

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობს სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები.

19 ივლისი, 2019 სრულად ნახვა