შეხვედრა სამართლის სპეციალობის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან

08 მაისი,2019

მიმდინარე წლის 8 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ქალბატონი რენატა ვინტერი, რომელმაც შეხვედრა გამართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს ვიზიტისთვის, ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში მართმსაჯულების განმტკიცების მიმართულებით და სტუმარს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ვიზიტი ასევე ითვალისწინებდა საჯარო ლექციას თემაზე - ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო, სამართლებრივი საკითხები“. ლექციაზე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო მიდგომები - ჰუმანური და ლიბერალური მართლმსაჯულება ბავშვებისათვის. მოსამართლე რენატე ვინტერის მოხსენება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პროცესი,სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელი ნორმები.

ლექციაზე სტუდენტებს საშუალება მიეცათ კითხვა - პასუხის რეჟიმში მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტებსა და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

ქალბატონი რენატე ვინტერი რომელიც დღემდე არის ავსტრიის მოსამართლე. მისი გამოცდილება მოიცავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულების, გენდერის, ორგანიზებულ დანაშაულის და აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებს. იგი მუშაობდა კოსოვოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის შემადგენლობაში, 2002 წელს კი სიერა ლეონის სპეციალურ სასამართლოში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 17 ივლისიდან საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის.

19 ივლისი, 2019 სრულად ნახვა

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობს სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები.

19 ივლისი, 2019 სრულად ნახვა