შეხვედრა სტუდენტებთან

04 ივლისი,2018

4 ივლისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი ჯგუფის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.
სტუმრებმა: გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა პატრიცია როზა გარსიამ;
"სამართალი, თავისუფლება, უსაფრთხოება / ვიზა ლიბერალიზაციის" პროგრამების მენეჯერმა, გენდერული საკითხების კოორდინატორმა, ქალბატონმა ქეთევან ხუციშვილმა;
ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ გურჩიანმა;
ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებშიპრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა სოფო ჯაფარიძემ სტუდენტებთან განიხილეს სხვადასხვა საკითხები: განსხვავება სქესსა და გენდერს შორის; გენდერული როლები; გენდერული თანასწორობა, როგორც ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპი; სახელმწიფოს ვალდებულება თავიდან აირიდოს დისკრიმანაცია კანონმდებლობასა და პოლიტიკაში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული შეხვედრა

2019 წლის 21 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო...

21 თებერვალი, 2019 სრულად ნახვა

ბუნების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიება

2019 წლის 21 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს სტუმრად ეწვივნენ გორში არსებული ამერიკის...

21 თებერვალი, 2019 სრულად ნახვა