შეხვედრა

19 აპრილი,2019

2019 წლის 17 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაცია-აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო, საქართველოს ისტორიის სამაგისტრო და ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო პროგრამათა ხელმძღვანელები, ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაკები, პროგრამების განმახორციელებელი აკადემიური პერსონალი და სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული სპეციალისტები შეხვდნენ კურსდამთავრებულებს და გააცნეს აკრედიტაციისათვის მზადების პროცესის ნიუანსები, სწავლის მიზნები და შედეგები.
გამოითქვა წინადადებები, შენიშვნები, სურვილები.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამების კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებულია სპეციალობის შესაბამისად და სწავლას აგრძელებს გორის ან საქართველოს სხვა წარმატებული უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 17 ივლისიდან საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის.

19 ივლისი, 2019 სრულად ნახვა

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობს სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები.

19 ივლისი, 2019 სრულად ნახვა