შეხვედრა

15 ოქტომბერი,2019

13 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ბატონ იცხაკ დავიდსა და პაატა იოსებაშვილთან. ვიზიტის ორგანიზატორი და იდეის ავტორი - საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, ბატონი გიორგი ანდრიაძე.

გორის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს და ქართველი ებრაელების შემოქმედებას ეძღვნებოდა.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც საზოგადოებას გააცნო სტუმრების შემოქმედება და ღვაწლი, რის შემდეგაც ბატონმა იცხაკ დავიდმა და პაატა იოსებაშვილმა ისაუბრეს საკუთარი კვლევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
დაიგეგმა გორის უნივერსიტეტის დამეგობრება ისრაელის უმაღლეს სასწავლებლებთან და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

შეხვედრის დასასრულს პაატა დავითაშვილსა და იცხაკ დავიდს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ მადლობის სიგელები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

2024 წლის 17 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე „ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები და...

17 აპრილი, 2024 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

მიმდინარე წლის 16 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე: "სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი...

16 აპრილი, 2024 სრულად ნახვა