შეხვედრა

07 აპრილი,2017

6 აპრილს გორის უნივერსიტეტს, პროექტი - LMPH-544191 TEMPUS 1-2013-1-PT-JPCR- ჩარჩოებში მონიტორინგის მიზნით, ეწვია ბულგარეთის, ველიკო ტორნოვოს აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების უნივერსიტეტის პროფესორი, პლამენ ლაკოვი. შეხვედრა შედგა პროექტის მენეჯერთან პროფ რუიზან მექვაბიძესთან და პროექტში ჩართულ გორის უნივერსიტეტის პროფესორებთან. ბატონმა პლამენ ლაკოვმა შეამოწმა პროექტის მიმდინარეობა, კერძოდ: რესურს ცენტრის მზადყოფნა ფუნქციონირებისათვის,
აკადემიური პერსონალის მიერ ქართულენოვანი რიდერების მზადება და მოისმინა სამომავლო პერსპექტივების რეალური განხორციელებისათვის აქტივობების უზრუნველყოფის საშუალებები. განხილული იყო 2017 წლის 24-28 აპრილს დაგეგმილ სემინარზე განსახილველი საკითხები გორის უნივერსიტეტიდან.