შეხვედრა

18 მაისი,2017

18 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი, ფაკულტეტების მიხედვით, შეხვდნენ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეულ სპეციალისტებს.
რექტორმა ვრცლად ისაუბრა საგანმანათლებლო სისტემასა, და, კერძოდ, უნივერსიტეტში არსებული გამოწვევების, სიახლეებისა და ამოცანების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, პასუხი გაეცა დამსწრეთა შეკითხვებს.

მიმაგრებული სურათები