შეხვედრა

05 დეკემბერი,2017

5 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, პროფ. რუიზან მექვაბიძემ და სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართეს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პროფ. რუიზან მექვაბიძემ აქცენტი გააკეთა ერასმუს +, მევლანას, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის და ვარშავის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებზე, ხოლო ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა სტუდენტებს გააცნო ლიტერატურული და ფოტო კონკურსების შესახებ ინფორმაცია და ასევე, ვრცლად ისაუბრა სიახლეზე, რაც ითვალისწინებს სტუდენტების ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსებას.

მიმაგრებული სურათები