შეხვედრა

06 დეკემბერი,2017

6 დეკემბერს გორის უნივერსიტეტს პოლონეთის ქალაქ კარტუზის დელეგაცია ესტუმრა. კარტუზის მერმა, ბატონმა მიეჩისვავ გჟეგოჟ გოვუნსკიმ და დელეგაციის წარმომადგენლებმა გორის უნივერსიტეტში არსებული ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი მოინახულეს და პოლონური ენის გაკვეთილს დაესწრნენ.
ქ. კარტუზის დელეგაციას შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ და კონკრეტულად გორის უნივერსიტეტის ჩართულობის შესახებ ამ პროცესში.
სტუმრებმა გორის უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის, გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი, დაისახა კონკრეტული გეგმები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლექცია-გაკვეთილი

2018 წლის 14 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტებს ესტუმრნენ გორის...

14 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა

დოკუმენტური ფილმი

13 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, გაიმართა პროექტ ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" განმახორციელებელი ორგანიზაციის ,,people in need"...

13 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა