შეხვედრა

30 იანვარი,2018

30 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის, ბატონ გივი მიქანაძის ინიციატივით, სამაგიდო ისტორიულ თამაშს „შსს არქივი-მემატიანე“ უმასპინძლა. ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც უნივერსიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იდეის ავტორებს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ შსს აკადემიის რექტორი, ბატონი გივი მიქანაძე და შსს არქივის დირექტორი, ბატონი ომარ თუშურაშვილი.
სამაგიდო ისტორიული თამაშები პირველად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სტუდენტებმა მიიღეს. გამარჯვებულები გახდნენ ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ქეთევან მღებრიშვილი და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარლენ ბერიკაშვილი.
ღონისძიებას სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან ერთად გორის სკოლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამაგიდო თამაში და საარქივო დოკუმენტური მასალაზე დაყრდნობით გამოქვეყნებული კრებულები გადაეცა საჩუქრად.

მიმაგრებული სურათები