შეხვედრა

08 თებერვალი,2018

8 თებერვალს გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული შეხვდნენ  მასწავლებლის განათლების პროგრამის ხელმძღვანელებს. წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით, შეხვედრაზე განხილულ იქნა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების  აკრედიტაციის პროცედურისათვის  მზადების დეტალები.

მიმაგრებული სურათები