შეხვერდა სტუდენტებთან

25 დეკემბერი,2013

2013 წლის 25 დეკემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვერდა სტუდენტებთან. შეხვერდას უძღვებოდა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ხელმძრვანელი ბატონი მორის შალიკაშვილი. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ,, არასრულწლოვანთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის  მიზეზები და რისკფაქტორები და მათი პრევენცია“, ,,განრიდება და მედიაცია“, რამაც სტუდენტებს შეუქმნა სრული წარმოდგენა არასრულწლოვანთა მიერ  სამართალდარღვევის ჩადენის კრიმინოლოგიური ასპექტების შესახებ;

აღნიშნული შეხვედრა შესაბამისი კურსის ,,არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების ზოგადი მიმოხილვა“–ის  ფარგლებში წარიმართა, რომელიც unicef-ის მხარდაჭერის შედეგად უკვე სამი წელია დაინერგა და წარმატებით ხორციელდება სამართალმცოდნეობის სპეციალობის მიმართულებით. 

ბატონმა მორის შალიკაშვილმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საჩუქრად გადმოგვცა რამდენიმე სასწავლო სახელმძღვანელო განკუთვნილი სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისთვის, მათ შორის დაკავშირებული არასრულწლოვანთა განრიდებასთან და მედიაციასთან, რომელიც დაიბეჭდა და გამოიცა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანეობთან ურთიერთობის  საერთაშორისო ბიუროს ,,PH international”-ის  ფინანსური მხარდაჭერით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა და მოსწავლეთა მესამე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია...

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა მესამე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია...

29 მაისი, 2020 სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ სემინარი

2020 წლის 26 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს...

26 მაისი, 2020 სრულად ნახვა