სტიპენდიების ხელმოწერის ცერემონიალი

05 ნოემბერი,2020

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სტიპენდიების ხელმოწერის ცერემონიალი. ღონისძიებაზე ხელშეკრულება გაფორმდა იმ ცხრა წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებმაც ყველაზე მაღალი შეფასებებით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიები მოიპოვეს.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას და დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს.
სტუმრებს და სტიპენდიანტ სტუდენტებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს ინიციატივისა და სტუდენტების მხარდაჭერისთვის. ასევე, ისაუბრა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე განათლების სისტემის რეფორმის ჭრილში და მომავალი წარმატებები უსურვა უკვე სტიპენდიანტ სტუდენტებს.
სიტყვით გამოვიდა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ბატონი ზურაბ კერვალიშვილი, რომელმაც ასევე მიულოცა სტუდენტებს ეს წარმატება და გააცნო მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
სტუდენტებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მასწავლეთელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ.
ღონისძიების დასასრულს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს.
ღონისძიებას უძღვებოდა განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით ჩოჩიშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ჟან მონეს მოდულის - EUEAA - პრეზენტაცია

2020 წლის 20 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია "აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში".

21 ნოემბერი, 2020 სრულად ნახვა

შეხვედრა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

2020 წლის 23 ოქტომბერს, JEAN MONNET MODULE-ის ფარგლებში - „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ - შედგა სამუშაო და გაცნობითი ხასიათის...

09 ნოემბერი, 2020 სრულად ნახვა