სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

06 ივნისი,2018

6 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც კონფერენციაში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს  აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა. სტუდენტებს ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდეობის ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა მარიკა შერაზადიშვილმა; ჰუმანიტარული  ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა იოსებ ალიმბარაშვილმა; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა დავით ჩოჩიშვილმა; პროფესორმა ვიანორ ახალაიამ.

პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა  სექციებში გაგრძელდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 67 მოხსენება, რომლებიც განაწილდა 11 სექციაში

მიმაგრებული სურათები