სტუდენტთა საზეიმო გაცილების ცერემონია

04 აგვისტო,2017

31 ივლისს გორის უნივერსიტეტში სტუდენტთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა!!!
სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა; შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ბატონმა კახა სამხარაძემ; გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, სოციალურ მეცნერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა მარიკა შერაზადიშვილმა, განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა დავით ჩოჩიშვილმა, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
საზეიმო ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი კონსტანტინე ანანიაშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი იოსებ მაკრახიძე, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, ასევე უნივერსიტეტისა და პროფესორ-მასწავლებლები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა.
„ღონისძიებაზე რექტორმა სტუდენტური დღეები 2017-ის“ ფარგლებში მადლობის სიგელები გადასცა აქტიურ სტუდენტებსა და მასში ჩართული სხვადასხვა წრეების ხელმძღვანელებს. ასევე სერტიფიკატები გადაეცათ „საზაფხულო სკოლა შიდა ქართლის რეგიონის სკოლის პედაგოგების 2017-ის“ მსმენელებსა და მომხსენებლებს.
რექტორმა ასევე მადლობის სიგელები გადასცა ტელევიზიებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისათვის.

მიმაგრებული სურათები