სტუდენტური დღეები - 2019“ გორის უნივერსიტეტში

21 მაისი,2019

 

21 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები გაიხსნა. ღონისძიება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო.

სტუდენტური დღეების გახსნა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. ბ-ნმა გიორგიმ, სტუდენტებს ყველა საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა და აქტიურობისკენ მოუწოდა.
კონცერტის დაწყებამდე ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნათია მეგრელიშვილმა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და გორის მერიის ინსტრუმენტალურმა ბენდმა ,,FRAGMENT“ მა, რომლის წევრები გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან.
ბენდის სადებიუტო წარდგენა, სწორედ გორის უნივერსიტეტის სტუდენტური დღეების ფარგლებში შედგა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სახელმწიფო საგრანტო კონკურსი

მიმდინარე წლის 25 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 2023 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო...

25 მარტი, 2024 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 22 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი შეხვდა სტუდენტებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სასწავლო...

22 მარტი, 2024 სრულად ნახვა