თანამშრომლობის მემორანდუმი

10 აგვისტო,2017

9 აგვისტოს, გორის უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ სანიკიძემ.
ხელშეკრულების მიზანია საერთაშორისო ექსპერტების მიერ სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელი შეფასება და ამ პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ღონისძიებაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ოთხ უნივერსიტეტთან: (თსუ, ”კავკასიის უნივერსიტეტი”, ”ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი”, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი)), მსგავსი შინაარსის მემორანდუმები გააფორმა.

მიმაგრებული სურათები