ტრენინგი თემაზე სამეცნიერო პროექტების მომზადება

10 ივლისი,2019

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის გამოკითხვის შედეგების შესაბამისად, დაიგეგმა ტრენიგების ციკლი, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე წლის 9 ივლისს პროფესორმა რუიზან მექვაბიძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე "სამეცნიერო პროექტების მომზადება".

ტრენინგის პროგრამით გათვალისწინებული იყო პროექტების ტიპების განხილვა, მისი მომზადების, რეალიზაციისა და მონიტორინგის დონეებზე, კერძოდ:
პროექტის არსი, დიზაინი და მართვა
დონორების მოძიება და მათთან ურთიერთობა;
პროექტის განხორციელება;
პროექტის შედეგების შეფასება;

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო კვლევითი პროექტების მომზადებაზე და პრაქტიკული მაგალითების გაანალიზებაზე. ტრენინგის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული დისკუსიაში და გამოითქვა სურვილი, რომ დაიგეგმოს მსგავსი ტიპის ტრენინგები, რათა მოხდეს კონკრეტული, პრობლემატური იდეების სამეცნიერო კვლევის დონეზე რეალიზაცია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ვირტუალური საზაფხულო სკოლის მესამე დღე

2020 წლის 15 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლის მესამე დღე.  ღონისძიება ხორციელდება გორის...

16 ივლისი, 2020 სრულად ნახვა

საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლა

2020 წლის 14 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლის მეორე დღე. ღონისძიება ხორციელდება გორის...

16 ივლისი, 2020 სრულად ნახვა