უნივერსიადა - 2018

19 დეკემბერი,2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე წლის 7-20 დეკემბერს იმართება "უნივერსიადა - 2018" სპორტის 10 სახეობაში, საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის.
2018 წლის 18 დეკემბერს ქალაქ თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში "უნივერსიადა - 2018"-ს ფარგლებში გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, სადაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. სპორტული ღონისძიება წარმატებული გამოდგა გორის უნივერსიტეტისთვის, რადგან აბსოლიტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეფულა უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველოს ფაკულტეტის, სპორტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ხაჩიური.
ვულოცავთ გიორგის ამ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ ეს გამარჯვება იქნება მომავალი წარმატებების საწინდარი!

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

რექტორის არჩევნები

15 იანვარს გორის უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის არჩევნები, წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატი, აკადემიურმა საბჭომ განიხილა ორივე კანდიდატის დოკუმენატაცია და...

15 იანვარი, 2019 სრულად ნახვა

დოკუმენტური ფილმები

26 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ, მეუფე ისაიასთან, ნაჩვენები იქნა მეუფის მიერ გადაღებული დოკუმენტური...

26 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა