ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

10 მაისი,2018

10 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და პრობლემური აქტივობის ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში თანამედროვე განათლების ხელშეწყობის და ცოდნის ამაღლების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებების ჩატარებას, ასევე მხარეები გაუწევენ ერთმანეთს მხარდაჭერას მუდმივმოქმედი სამეცნიერო-კვლევითი და მეთოდური სემინარების ჩატარებაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და პრობლემური აქტივობის ბიუროს დირექტორმა, ბატონმა ნიკოლოზ ეზუგბაიამ.

მიმაგრებული სურათები