ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

05 დეკემბერი,2018

5 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტსა, გორის მუნიციპალიტეტის მერიას, გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაციასა და შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" შორის გაფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანს წარმოადგენს ქალაქ გორში, ჭავჭავაძის ქ. №69-ში, უნივერსიტეტის მე-2 და მე-3 სასწავლო კორპუსებს შორის მდებარე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივიერსიტეტის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკალათბურთო მოედნის მოწყობა.
მოედანს ზაზა ფაჩულიას სახელი მიენიჭა, და ერთი წლის შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოედანს ცნობილი კალათბურთელი გახსნის.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, მხარეებმა მიმართეს სტუდენტებს და შეკრებილ საზოგადოებას, მიულოცეს უნივერსიტეტისა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, კიდევ ერთი, საჯარო სივრცის შემატება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

2019 წლის 17 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაცია-აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში, ჰუმანიტარულ...

19 აპრილი, 2019 სრულად ნახვა

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

17 აპრილს გორის უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ...

17 აპრილი, 2019 სრულად ნახვა