წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატი

17 სექტემბერი,2018

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა: „საქართველოში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ისტორიული გიმნაზიის აღდგენისათვის, ვარშავის უნივერსიტეტში წმ. გრიგოლ ფერაძის სრული შრომების ქართულ ენაზე გამოცემის მხარდაჭერისთვის. ვარშავის უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კავშირ-ურთიერთობების დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის."
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორატის, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სახელით ვულოცავთ მეუფე ანდრიას ამ წარმატებას.
სამწყსოს სიმრავლეს და სამეუფო გზით სიარულს ვუსურვებთ მეუფე ანდრიას!

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლექცია-გაკვეთილი

2018 წლის 14 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტებს ესტუმრნენ გორის...

14 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა

დოკუმენტური ფილმი

13 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, გაიმართა პროექტ ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" განმახორციელებელი ორგანიზაციის ,,people in need"...

13 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა