ყოველწლიური საერთაშორისო, სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

26 ივნისი,2020

2020 წლის 13 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ონლაინ რეჟიმში გამართა ყოველწლიური საერთაშორისო, სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცდნეობის სპეციალობის სტუდენტები ხატია ხაბაშვილი და ხატია მიკირტიჩიანი, რომელთაც სამეცნიერო ხელმძრვანელობას უწევდა ამავე უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი იოსებ გაბარაევი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების შეფასების საფუძელზე, გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის საუკეთესო საკონფერენციო ნაშრომების ავტორებად დასახელდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცდნეობის სპეციალობის სტუდენტები ხატია ხაბაშვილი და ხატია მიკირტიჩიანი ნაშრომის თემით „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების დეტალური გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.gruni.edu.ge/other_content/index/784/1572341973

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამუშაო შეხვედრა

2020 წლის 04 ივლისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ღია სივრცეში "ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილე გორის სახელმწიფო სასწავლო...

06 ივლისი, 2020 სრულად ნახვა

ყოველწლიური საერთაშორისო, სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

2020 წლის 13 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ონლაინ რეჟიმში გამართა ყოველწლიური საერთაშორისო, სამეცნიერო...

26 ივნისი, 2020 სრულად ნახვა