საერთაშორისო ურთიერთობების დებულება


თავი 1: ზოგადი დებულებები

 სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი (შემდგომში ოფისი) წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

ოფისი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, უნივერსიტეტის წესდების, ადმინისტრაციის და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

ოფისი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

თავი 2: ოფისის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები

1. დაამყაროს ურთიერთობები საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა სახის ორგანიზაცია-დაწესებულებებთან საუნივერსიტეტო საქმიანობის სრულყოფის მიზნით.

2. ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.

3. წარმოადგინოს პრიორიტეტული სახის გაცვლითი პროგრამები და ხელშეკრულებები საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან.

4. თავი მოუყაროს გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტთა საგრანტო განაცხადებს.

5. დაეხმაროს გაცვლითი, სასწავლო და/ან სხვა სახის პროგრამებით უნივერსიტეტში მყოფ უცხოელ სტუდენტებსა და მეცნიერებს საუნივერსიტეტო გარემოში ინტეგრირებაში.

6. თვალყური ადევნოს სამთავრობო, რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გამოცემულ საგრანტო მასალებს.

7. გაავრცელოს საერთაშორისო ურთიერთობათა სახის წინადადებები რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

8. ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების გზების მონახვის კულტურის ჩამოყალიბებაში.

9. გაანალიზოს საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციები, მოამზადოს წინადადებები უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

10. მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმების შედგენაში.

11. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო ფონდებთან კონტაქტების დაყარება;

12. საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ჩართვა;

13. საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან დადებული ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება ;

14. უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პროცესში;

15. უნივერსიტეტის სტუდენტებისა და წარმომადგენელთა მობილობის ხელის შეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებში მათთან არსებული ხელშეკრულებების ბაზაზე ;

16. პარტნიორ უნივერსტეტებთან არსებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე უნივერსიტეტში ჩამოსული უცხოელი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერთა შეხვედრა და საქმიანობის ორგანიზება;

17. საქართველოში წარმოდგენილ უცხოურ ორგანიზაციებთან : საელჩოებთან, ფონდებთან, საინფორმაციო ცენტრებთან თანამშრომლობა;

18. საგრანტო პროგრამების მოპოვება და მართვა;

19. ხელშეკრულებების ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირება-მივლინების ხელის შეწყობა;

20. უნივერსიტეტის სტუდენტებისატვის რეკომენდაციის გაწევა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებასთან დაკაცვშირებით;

21. საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე კვლევით პროექტებში უნივერსიტეტის ჩართვა და მონაწილეობის მიღება;

22. საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით ქსელებში გაერთიანება;

23. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელის შეწყობა.

მუხლი 3.ოფისის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

1. ოფისს ხელმძღვანელობს ოფისის მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორთან შეთანხმებით.

2. ოფისის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ოფისის სპეციალისტი/ სპეციალისტები ან/და უფროსი სპეციალისტი/სპეციალისტები.

3. ოფისის მენეჯერი:

ა) გეგმავს ოფისის მუშაობას, უზრუნველყოფს მუშაობის სტილისა და მეთოდების სრულყოფას, შრომის აუცილებელი პირობების შექმნას, ღებულობს ზომებს სპეციალისტთა პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს ოფისის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) უზრუნველყოფს ოფისის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

დ) უზრუნველყოფს უნივერსიტეტში შიდამიმოწერის (მიმართვა, მოხსენებითი ბარათი, სამსახურეობრივი ბარათი) სრულყოფას საქმისწარმოების წესის მიხედვით ოფისის კომპეტენციის ფარგლებში;

ე) ახდენს ყოველთვიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენას უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე;

ვ) ასრულების უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.

ზ) განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, უნივერსიტეტის წესდების, ადმინისტრაციის და წინამდებარე დებულების შესაბამისად სხვა ფუნქციები და დავალებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 4. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ისრაელის "ღია უნივერსიტეტის" დელეგაციასთან

24 აპრილს გორის უნივერსიტეტში, „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ ინიციატივით, შედგა შეხვედრა ისრაელის "ღია უნივერსიტეტის" დელეგაციასთან.

24 აპრილი, 2017 სრულად ნახვა

დასუფთავების აქცია

22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაასუფთავეს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია....

22 აპრილი, 2017 სრულად ნახვა