საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგია

 

1.შესავალი

საერთაშორისო ურთიერთობები უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ ცხოვრებისა და განვითარების განუყოფელი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხს და კვლევის მდგრადობას.
გორის უნივესიტეტის მიზანია აკადემიური საზოგადოების მდგრადობა და განვითარება საქართველოში, უმაღლესი განათლების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა საქართველოსა, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. ასევე:
· სტუდენტური და აკადემიური პერსონალის გაცვლების და ლექტორთა სტუმრობის უზრუნველყოფა უცხოურ უნივერსიტეტებთან;
· მკვლევართა სავიზიტო სისტემის დანერგვა;
· ლექტორთა ინტეგრაცია და სტუდენტთა საერთაშორისო პროფესიული ქსელების ხელშეწყობა;
· ახალი სასწავლო მოდულების განვითარების მხარდაჭერა უცხოელი სტუდენტებისთვის და მათი მიწოდება მთლიანად ან ნაწილობრივ, ინგლისურ ენაზე.
გორის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სტრატეგია მოიცავს ინტერნაციონალიზაციის საკითხებში გორის სასწავლო უნივესიტეტის ძირითად მიზნებს და მიმართულებებს და ქმნის სპეციალური განვითარების ბაზრებს და მისდევს საქართველოს უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპებს.

2 ინტერნაციონალიზაციის გაუმჯობესება კვლევებსა და სამაგისტრო სწავლებებში

2.1 საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევაში

მეცნიერება თავისი ბუნებით ინტერნაციონალურია, რომელიც ხელს უწყობს გაცვლებს და ცოდნის განვითარებას. ხშირად, ეს არის ინდივიდუალურ მკვლევართა ინიციატივა, რაც მართავს ამ პროცესს. იმისათვის რომ, მხარი დაუჭიროს ამ სახის თანამშრომლობას, უნივერსიტეტი საჭიროებს სრულ მიმოხილვას საგარეო ურთიერთობების კვლევის სფეროში, საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ დონეზე, რაც შექმნის დამატებით ღირებულებებს და სხვადასხვა მიმართულებების გაერთიანებას, რათა მართოს და კოორდინაცია გაუწიოს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს.

სამეცნიერო თანამშრომლობის შექმნის უფრო ეფექტურობისთვის, უნივერსიტეტის სტრატეგიული ამოცანაა შესთავაზოს ხელსაყრელი გარემო ეფექტურ დახმარების სტრუქტურის სახით, მათ შორის: სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის ხელისშეწყობა, გამოქვეყნებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და საერთაშორისო კვლევითი პროექტების ორგანიზებისათვის შესაფერისი პირობების ჩამოყალიბება.

პრინციპული მიზნები საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად:

· სისტემის განვითარება ინფორმაციის მუდმივი განახლებისთვის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ და მისი ხელმისაწვდომობა სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პერსონალისთვის;

· კვლევითი და სასწავლო პროგრამების განვითარების უზრუნველყოფა ევროკავშირის ფარგლებში მისი ძირითადი საქმიანობის მიხედვით;

· მინიმუმ ერთი, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი და განვითარების ცენტრის განვითარება, სადაც მონაწილეობას ღებულობენ უცხოელი ლექტორები,მკვლევარები და დოქტორანტურის სტუდენტები, და რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო ერთობლივ პროექტებში;

· მკვლევართა შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა:

- საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩოებში ინფორმაციის გაცვლა;

- საერთაშორისო კვლევისა და განვითარების ხელშეკრულებების განვითარება;

- საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელებსა და კვლევით ორგანიზაციებში გაერთიანება;

– უნივერსიტეტის გამომცემლობისათვის საერთაშორისოდ აღიარებული მთელი რიგი პუბლიკაციების გამომცემლობის ხელისშეწყობა;

საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი მხარს უჭერს ორი ძირითადი მიმართულების განვითარებას: აუცილებელია გაიზარდოს მაგისტრი სტუდენტების მობილობა და სწავლის პრაქტიკის გავლა საზღვარგარეთის უნივერსიტეტში და აქტიური ზომები იყოს მიღებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს უნივერსიტეტის მიმზიდველობა საერთაშორისო დონეზე და შეიქმნას სამაგისტრო სწავლების პროგრამები საერთაშორისო მაგისტრი სტუდენტებისთვის.

2.2. სამაგისტრო სწავლების ინტერნაციონალიზაციის პრინციპული მიზნებია:

· ერთობლივი პროგრამების განვითარება პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ინტეგრირებული სადოქტორო სწავლება (Erasmus Mundus,USAID და ა.შ);

· საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება სამაგისტრო დისერტაციის ზედამხედველობისთვის;

· მაგისტრატურის კურსდამთავრებული ატარებს მინიმუმ ერთ სემესტრს საზღვარგარეთ სასწავლებლად და მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების საქმიანობების შესაბამის სფეროში;

· ეხმარება მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს გააშუქონ სადოქტორო სწავლებები წამყვან საერთაშორისო კვლევით ცენტრებში;

· უზრუნველყოფს უნივერსიტეტში დაბრუნების პირობებს დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ;

· სთავაზობს შესაძლებლობას, რათა ისწავლონ ინგლისურ ენაზე, ყველა სადოქტორო პროგრამებზე და გამოაცხადოს დოქტორანტურაში სწავლის შესაძლებლობები საერთაშორისოდ;

· ქმნის უნივერსიტეტის პოსტ-დოქტორანტ ადგილებს, რომელიც წარმოდგენილი და შევსებული იქნება საერთაშორისო დონეზე.

3. ინტერნაციონალიზაციის გაუმჯობესება სწავლებებში

3.1 სასწავლო გეგმის განვითარება

მოდულები და სასწავლო პროგრამები საფუძველია სწავლების ინტერნაციონალიზაციისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა გაცვლების ხელშეწყობისა. უცხო ენის სწავლის შეთავაზების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მონაწილეობის მიღება საერთო ევროპულ უმაღლესი განათლების სფეროში; ის არის აგრეთვე შესაძლებლობების ზღვარი ადგილობრივი სტუდენტებისათვის რათა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში. სასწავლო პროგრამებზე საერთაშორისო გავრცობის დამატება და ინგლისურის სწავლის შესაძლებლობის შეთავაზება უდავოდ ზრდის უნივერსიტეტის მომხიბვლელობას ადგილობრივ სტუდენტობის კანდიდატებს შორის. ეს სტუდენტები უკეთესად იქნებიან მომზადებულნი წარმატებული კარიერისათვის ინტეგრირებულ ევროპულ შრომის ბაზარზე, ისწავლიან მრავალეროვნულ სასწავლო გარემოში, საშუალება მოეცემათ ადგილობრივ სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება სახლიდან გაუსვლელად.

პრინციპული მიზნები სასწავლო პროგრამის განვითარებისათვის:

· სამაგისტრო სასწავლო პროგრამის უწყვეტი განვითარება საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით;

· წარმოდგენილი კომპეტენციების კრიტიკული შეფასება და ინტერესების სამიზნე ჯგუფების სიღრმისეული ანალიზის მიღება;

· მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად საჭიროა მინიმუმ ერთი სამაგისტრო პროგრამა მაინც უნივერსიტეტის საქმიანობის თითოეულ სფეროში;

· ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის განვითარება: სასწავლო პროგრამა უნდა იყოს განვითარებული იმ პრინციპების თანახმად, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს სწავლა გააგრძელონ ინგლისურენოვან უნივერსიტეტში, სამაგისტრო და საბაკალავრო ხარისხის პროგრამებზე;

· ურთიერთდამოკიდებული („tailor-made”) სასწავლო მოდულის განვითარება;

· საზაფხულო და ზამთრის სკოლის პროგრამების განვითარება- -ადგილობრივი და საერთაშორისოდ აღიარებული კურსები.

3.2. სტუდენტების საერთაშორისო მობილობა

საერთაშორისო უმაღლესი განათლების სფეროში ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სტუდენტთა მობილობის მუდმივი ზრდა. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა სტუდენტებს ამზადებს კონკურენციისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე.უნივერსიტეტი ცდილობს მხარი დაუჭიროს სტუდენტურ გაცვლებს და შემდგომშიც განავითაროს პირობები სტუდენტური გაცვლების მისაღებად გორის სასწავლო უნივერსიტეტში, რათა გაზარდოს უცხო ენებში სწავლებების თანაფარდობა ყველა სასწავლო პროგრამებში.

უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების ზრდა საერთაშორისო სტუდენტების რიცხოვნების ზრდის წინაპირობაა. ეს ზრდა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეფექტური სწავლების შესაძლებლობები. აუცილებელია, უნივერსიტეტმა აღმოაჩინოს ახალი მიზნობრივი ბაზრები და იყოს წარმატებული კონკურსში.

აქტიური ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული რათა გაიზარდოს უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი ერასმუსის სტიპენდიების რიცხვი,რადგან ერასმუსის პროგრამა რჩება სტუდენტთა გაცვლების ძირითად ფორმად.

მონახული უნდა იყოს შესაძლებლობები, რათა შეთავაზებული იყოს ყველა ერასმუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტისათვის საუნივერსიტეტო გრანტი.

ვირტუალური მობილობა(ელექტრონული კურსები) უნდა იყოს მხარდაჭერილი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ტრადიციულ სტუდენტურ გაცვლებში.

2016 წლისათვის სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის პროგრამაში 23მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

3.3. ლექტორთა მობილობა

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ერთ-ერთი ინდიკატორია ლექტორთა მობილობის გაზრდა. უნივერსიტეტი ვალდებულია შეაფასოს სამუშაო გამოცდილება პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ხელს შეუწყოს თავის ლექტორთა მობილობას. მნიშვნელოვანია აგრეთვე, საერთაშორისო ლექტორთა მოწვევის გაზრდა, რადგანაც ეს ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას, შესაძლებლობას მისცემს, რომ შესთავაზოს სტუდენტს სწავლება იმ სფეროში, სადაც ადგილობრივი სწავლების კომპეტენტურობა არაადეკვატურია. ვიზიტორი ლექტორების გაზრდა შეიძლება იყოს აღიარებული ძალა ჩვენი უნივერსიტეტისათვის და ეს შეიძლება აღმოჩნდეს მაგნიტი ახალი სტუდენტებისათვის.

 პრინციპული მიზნები ლექტორთა მობილობის სფეროში:

მნიშვნელოვანი იქნება უცხოელი კოლეგების რეგულარული შევსება უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა სფეროში;
საერაშორისო ფონდის მხარდაჭერით გრძელდება უცხოეთის ქვეყნებიდან საერთაშორისოდ აღიარებული მკვლევარების მოწვევა და თანამშრომლობის მხარდაჭერა პარტნიორ უნივერსიტეტებთან;
შეიქმნას საცხოვრებელი ფართით უზრუნვეყოფის პირობები ვიზიტორ ლექტორთა და მკვლევართათვის;
ვირტუალურ ლექტორთა მობილობის მხარდაჭერა(საერთაშორისო სასწავლო ელექტრონული კურსების დანერგვა.

ტემპუსისა და ერასმუს მუნდუსის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 21 აკადემიურმა/ადმინისტრაციულმა პერსონალმა. 

4. საერთაშორისო კომუნიკაციები და პარტნიორული ურთიერთობები

უნივერსიტეტის საერთაშორისო მიზნების თითოეული მიღწევა დამოკიდებულია საერთაშორისო რეპუტაციაზე და მთლიანად უნივერსიტეტის აღიარებაზე. ამიტომ, უნივერსიტეტი მიიღებს გარკვეულ ზომებს,რომ გააფართოვოს მისი საერთაშორისო ხილვადობა, რისთვისაც აუცილებელია:

· საერთაშორისო აკადემიურ ორგანიზაციებსა და ქსელებში(ევროპისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების და ა.შ.) აქტიური მონაწილეობის მიღება;

· აქტიური თანამშრომლობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ახალი პარტნიორობის შექმნა;

· საერთაშორისო აკადემიურ მედია-სივრცეში მიზნობრივი საინფორმაციო საქმიანობები;

· საერთაშორისო კვლევების ორგანიზება უნივერსიტეტში.

პრინციპული მიზნები:

უნივერსიტეტმა მიაღწიოს საერთაშორისო აღიარებას და ცალკეული პროგრამებით წარსდგეს იგი საერთაშორისო დონეზე;
განხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმებების ანალიზი;
დადგინდებიან პარტნიორები და მითითებული იქნება ამ პარტნიორების კონკრეტული ინტერესები;
დაინერგება ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს თითოეული შეთანხმების ქმედებას, თვით-შეფასებასა და ანალიზს, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის თანამშრომლობის ხელშეკრულების პრინციპებს, როგორც ერთიან, ასევე ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამებისთვის;
სტრატეგიული პარტნიორობა იარსებებს ტალინის და სვონსის უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო ურთიერთობის ოფისი განავითარებს და კოორდინაციას გაუწევს ამ თანამშრომლობას;
უნივერსიტეტი იქნება წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვან საეთაშორისო და რეგიონალურ ქსელებში და მან უნდა ჰქონდეს წამყვანი როლს რეგიონში საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში;

5.უნივერსიტეტის საერთაშორისო მხარდაჭერის სისტემა

უცხოელი სტუდენტების,ლექტორების და მკვლევართა თანაფარდობის გაზრდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უნივერსიტეტის მხარდაჭერის სისტემა მოქმედუნარიანია საერთაშორისო გარემოში. უნივერსიტეტის სამუშაო გარემო საჭიროა იყოს გახსნილი და მხარდასაჭერი ასეთ ვიზიტორთათვის, ნორმები ინტერნაციონალიზაციის შესახებ უნდა იყოს ნათლად ფიქსირებული და ძირითადი სერვისები ადვილად ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც არ შეუძლია ქართულად ლაპარაკი. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სტუდენტები და მკვლევარები უნდა იქნენ მიჩნეულები, როგორც რეგულარული ნაწილი უნივერსიტეტის გარემოს განვითარებისა.

პრინციპული მიზნები ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერის სისტემის სფეროში:

სასწავლო საინფორმაციო სისტემა სრულად უნდა იქნას ხელმისაწვდომი ინგლისურენოვანი მომხმარებლისთვის; უნივერსიტეტის ზოგადი დოკუმენტები, მათ შორის სწავლების და კვლევის ინფორმაცია, ასევე, თანამშრომლების პროფესიული მოთხოვნების ნორმები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინგლისურ ენაზეც;
ბიბლიოთეკა და მისი საინფორმაციო სისტემა უნდა იქნას ხელმისაწვდომი ინგლისურ ენაზე;
ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაცია და უნივერსიტეტის შიდა კომუნიკაცია გაითვალისწინებს უნივერსიტეტის იმ თანამშრომლებს,რომლებსაც არ შეუძლიათ ქართულად საუბარი;
ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორები იქნებიან არჩეულნი და აქტიურები მთელ აკადემიურ ერთეულში. მათი სამუშაო იქნება ანაზღაურებული და ჩატარდება რეგულარული ტრეინინგები მათთვის;
ყველა უცხოელ სტუდენტებს, ლექტორებს და მკვლევარებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ისწავლონ ქართული უფასოდ, მონაწილეობა მიიღონ იმ პროგრამებში, რომლებიც განსხვავებული იქნება უნარის, დონისა და სიხშირის მიხედვით;
საცხოვრებელი ადგილების საკმარისი რაოდენობა უცხოელი ლექტორებისა და სტუდენტთათვის უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტის მიერ;
საერთაშორისო კლუბი -უცხოელი სტუდენტებისთვის და საერთაშორისო კაფე -უცხოელ ლექტორთა და მკვლევართათვის დაეხმარება უცხოელებს ინტეგრირებაში.

6. სტრატეგიის განხორციელება

იმისათვის, რომ განხორციელდეს სტრატეგიული მიზნები, დეტალური განვითარების გეგმები შედგება ყოველ წელიწადს, ცენტრალური რესურსები გამოყოფილი იქნება საერთაშორისო ფონდის მეშვეობით.უნივერსიტეტის ადმინისტრაცია,აკადემიური საბჭო და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი ორგანიზებას გაუკეთებს სტრატეგიული ღონისძიებების მონიტორინგს, კოორდინაციას გაუწევს შუალედური ანგარიშის შედგენას სტრატეგიის განვითარების გეგმა-ძირითადი აკადემიური ერთეულებისთვის უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტულ მიზნებს ინტერნაციონალიზაციის სფეროში. თითოეული დეპარტამენტის დეკანი იღებს საერთო პასუხისმგებლობას ამ მიზნების განსახორციელებლად.

უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ინტერნაციონალიზაციის საკითხები განხილული იქნება წელიწადში ერთხელ მაინც.

 

7. ტემპუსისა და ერასმუს მუნდუსის ცენტრი

2012 წელს, ტემპუსის პროექტის Tempus IV, Agreement Number 2011-2532 /001-001 TEMPUS-SMGR 516663-TEMPUS-1-2011-ES-TEMPUS-SMGR ჩარჩოებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ტემპუსისა და ერასმუს მუნდუსის ცენტრი საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან, განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, რომელიც აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკით და რომლის საქმიანობა განისაზღვრება შემდეგი მიმართულებებით:
• სტუდენტების, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მომსახურებით გაცვლით პროგრამებსა და კვლევით პროექტებში (ინფორმაციის მიწოდება, წამოჭრილ საკითხებზე ახსნა-განმარტება) საკონტაქტო პერსონალის მიერ;
• ელექტრონული კურსების უნდა იყოს მხარდაჭერილი იმ კონტინგეტისათვის, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ტრადიციულ გაცვლით პროგრამებში
• მობილობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასწავლო პროგრამების მიმართულებების განვითარების ხელის შეწყობა
• მემორანდუმების მომზადებისა და ანალიზის ხელის შეწყობა
• ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებისა და კურსების ჩატარება კონკურსებში მონაწილე პერსონალისათვის
• ახალი პროექტების ინიციაცია და ადმინისტრაციის ინფორმირება მონწილეობის/მომზადების თვალსაზრისით


8.ვარშავის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ცენტრი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2015 წლის ოქტომბერში შეიქმნა ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი პოლონეთის საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების მიზნით, რომლის მიზანია: 1. გაცვლითი პროგრამები, 2. ერთობლივი კვლევითი სამუშაოები, 3. ერთობლივი სასწავლო პროგრამები.

2016 წლის 18 თებერვლიდან ფუნქციონირებს პოლონური ენის შემსწავლელი უფასო კურსები, სადაც სტუდენტები შეისწავლიან პოლონურ ენას შემდგომში პოლონეთში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიზნით.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საჯარო ლექცია

2017 წლის 21 ნოემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის, თემაზე: ,,თანამედროვე ქართული ლიტერატურა - პრობლემები და...

21 ნოემბერი, 2017 სრულად ნახვა

ჯემალ ინჯიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიება

21 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა პოეტ ჯემალ ინჯიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიება. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი...

21 ნოემბერი, 2017 სრულად ნახვა