კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით სარგებლობის წესი

 

ა) უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს, მსმენელებს და პერსონალს უფლება აქვთ:

 1.   გამოიყენონ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი სამუშაო დღის საათებში 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.

2.   ინტერნეტის მეშვეობით მოიძიონ  სასწავლო და სამეცნიერო ინფორმაცია, გადმოწერონ და გადაწერონ ინფორმაციის დამგროვებლებზე;

3.   შეასრულონ პრაქტიკული დავალებები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად;

4.   მიიღონ სსიპ - გორის  უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილების  სპეციალისტებისაგან  კონსულტაცია ტექნიკისა და ინტერნეტით მომსახურების გამოყენების დროს.

ბ) უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს, მსმენელებს და პერსონალს ეკრძალებათ:

 1.   სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილების უფლებამოსილ სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე პროგრამების ჩაყენება-ინსტალაცია;

2.   გასართობი და სხვა არასასწავლო, არასაგანმანათლებლო საიტების გამოყენება, რაც არ არის დაკავშირებული უნივერსიტეტის პერსონალის სამუშაოსთან ან საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო საქმიანობასთან ;

3.   არამიზნობრივად ჩატის, ფორუმებისა და მსგავსი ინტერნეტ

მომსახურების გამოყენება.

გ) უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები, მსმენელები და პერსონალი ვალდებულნი არიან:

 1.   არ დააზიანონ უნივერსიტეტის ტექნიკა და ინვენტარი;

2.   გამოყენების შემდეგ გამორთონ კომპიუტერი;

3.   დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სიწყნარე კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის დროს;

4.   ტექნიკისა და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაურონ მიყენებული ზარალი.