სსიპ გორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

1.  ზოგადი დებულება


1. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა პირველ რიგში განეკუთვნილია უნივერსიტეტის სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა     და პერსონალისათვის (ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ გარეშე პირებსაც).
2. მკითხველებს    უფლება    აქვთ    ისარგებლონ    საუნივერსიტეტო   ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში არსებული წიგნებით , გაზეთებით, ჟურნალებით და სხვამასალები. წიგნების გაცემა ხდება როგორც სამკითხველო დარბაზში, ისე აბონემენტზე.
3. საუნივერსიტეტო   ბიბლიოთეკით   სარგებლობისა   დაწიგნის   გამოწერისათვის საჭიროა შემდეგი პირობების დაკმაყოფილება :
ა) წიგნი უნდა იყოს აღრიცხული და მინიჭებული ჰქონდეს შტრიხ-კოდი.
ბ)    ბიბლიოთეკით    სარგებლობის    მოსურნე    პიროვნება    უნდა    იყოს ბიბლიოთეკაში გაწევრიანებული.
გ)    განსაკუთრებით    დეფიციტური    წიგნებით    სარგებლობა    დასაშვებია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში.
4. ბიბლიოთეკაში    მოსულ   მკითხველს    გაეწევა    დახმარება    მისთვის   საჭირო ლიტერატურის შერჩევასა და კატალოგების გამოყენების ჩვევების ჩამოყალიბებაში.

2.     ბიბლიოთეკაში გაწევრიანება

1. სტუდენტებისათვის  გაწევრიანება  ხდება  სტუდენტობის  პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება სბაკალავრო სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც.
2.    გაწევრიანების    შემდეგ    სტუდენტს    პროფესიულ    სტუდენტს    მიეცემა სტუდენტის ბარათი.
3.  ბიბლიოთეკაში  ან  სამკითხველო  დარბაზში  შესვლისა  და  წიგნის გამოყენების წინ სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სტუდენტის ბარათი.
4. სტუდენტის ბარათი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა პირის მიერ. ბიბლიოთეკაში დადგენილი წესების დარღვევისას ხდება სტუდენტის ბარათის ჩამორთმევა.   აბონენტი ვალდებულია: შეატყობინოს ბიბლიოთეკას მისი სახელის, გვარის, საკონტაქტო ნომრის, ელფოსტის მისამართის, სახლის, სამუშაო მისამართის შეცვლის შესახებ.
5.  სტუდენტის  ბარათის  დაკარგვის  შემთხვევაში  სტუდენტი  ვალდებულია დროულად აცნობოს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას.
6. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და გარეშე პირები ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით სარგებლობისას წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.



3.ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით, პრინტერით ქსეროქსით და სკანერით სარგებლობა

1. წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლიარი, გამონაკლისის გარეშე, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით მკითხველი ისარგებლებს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში ან ასლის გადამღებ აპარატზე გადაიღებს მისთვის საჭირო ადგილებს.
2.    მკითხველს   შეუძლია   ბიბლიოთეკიდან   გაიტანოს   წიგნები,   რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლიარის სახით.
3. სამკითხველო დარბაზში წიგნადი ფონდიდან გაცემული ლიტერატურით მკითხველმა შეიძლება ისარგებლოს მისთვის საჭირო დროის განმავლობაში.
4.    სამკითხველო დარბაზიდან წიგნების გაცემა აკრძალულია. წიგნის გატანა დასაშვებია მხოლოდ ასლის გადასაღებად სათანადო დოკუმენტის დატოვების შემთხვევაში.
5.   სამკითხველო  დარბაზში  მუშაობის  დამთავრების  შემდეგ  მკითხველმა წიგნი უნდა ჩააბაროს ბიბლიოთეკის სპეციალისტს.
6.    მკითხველს   (უნივერსიტეტის  სტუდენტებს,  პროფესიულ  სტუდენტებს, მსმენელებს  და  პერსონალს)  შეუძლია  ისარგებლოს  ბიბლიოთეკაში  არსებული სკანერით , პრინტერით და ქსეროქსით , დღის განმავლობაში 30 ფურცლის გამოყენების უფლებით.

4.ბიბლიოთეკაში წიგნის დაბრუნების ვადები და ვადის დარღვევის შემთხვევები
 
1.   ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა 10 დღით.
2. სალექციო მასალები, ჟურნალები, გაზეთები და წიგნები, რომლებიც განკუთვნილია  ლექციებისათვის,  ბიბლიოთეკიდან  შეიძლება  გატანილი  იქნას მხოლოდ 24 საათით.
3.   გატანილი წიგნის ან მასალის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე ( 10 დღის გასვლის შემდეგ ) მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბი ბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც ესაჭიროება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ
10 დღის ვადით), იმ შემთხვევაში თუკი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.
4.  თუ  მკითხველმა  რაიმე  მიზეზით  ვერ  დააბრუნა  წიგნი  ბიბლიოთეკაში საჭირო დროს, აუცილებლად უნდა შეატყობინოს ბიბლიოთეკას გადაცდენის მიზეზი და განსაკუთრებულ შემთხვევაში (მაგ: წიგნს ითხოვს ს ხვა მკითხველი, აბონენტი კი ავად გახდა), ბიბლიოთეკა თვითონ უზრუნველყოფს წიგნის დაბრუნებას.
5. წიგნის  დროულად  დაუბრუნებლობისა  და  ბიბლიოთეკის გაუფრთხილებლობის შემთვევაში, მკითხველს ჩამოერთმევა სტუდენტის ბარათი და ვეღარ ისარგებლებს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდითა და სამკითხველო დარბაზით ერთი სემესტრის განმავლობაში.
6.  გატანილი  წიგნისა  და  მასალის  დაკარგვის  შემთხვევაში  მკითხველზე წიგნი აღარ გაიცემა ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში,ამასთან დამკარგავი წარმოადგენს სამაგიეროს (მსგავს) წიგნს ან მასალას, ან შესაბამისი ღირებულების სასწავლო სახელმძღვანელოს.

3.  ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

ბიბლიოთეკაში    სათანადო    მუშაობისათვის    და    უნივერსიტეტის კეთილდღეობისათვის საჭიროა,ნებისმიერმა აბონენტმა გაითვალისწინოს შემდეგი:

1. წიგნის გამოყენების შემდეგ არ ჩადოს ის ნებისმიერ თაროზე, არამედ მიუბრუნოს ბიბლიოთეკის სპეციალისტს.
2. მკითხველებს    არ    აქვთ    უფლება    ისადილონ    ბიბლიოთეკაში.
ნებადართულია მხოლოდ ბოთლით წყლის ქონა.
3. ბიბლიოთეკაში მოწევა სასტიკად აკრძალულია.
4. ბიბლიოთეკაში იკრძალება ხმაური და საუბარი.
5. სამკითხველო დარბაზში იკრძალება მობილური ტელეფონის გამოყენება.
6. აღნიშნული    წესებისადმი    დაუმორჩილებლობას    შედეგად    შეიძლება მოჰყვეს აბონენტისათვის ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმება.
 
6.ბიბლიოთეკაში დაუშვებელია


1. წიგნების  ან  სასწავლო  მასალების  დაზიანება,  დაფხაჭვნა,  ფურცლების ამოხევა, ქურდობა, ბრალეულობის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება დაზიანებული მასალის ფულადი ღირებულება და დამზიანებლის ან დაუკითხავადწიგნის წამღების საკითხი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს მკაცრი ზომების მისაღებად.
2. წიგნების  ანსასწავლო  მასალების  ხელმეორედ  ქურდობა  და  დაზიანება შეიძლება გახდეს შემჩნეული პიროვნების გარიცხვის საფუძველი.
3.  ბიბლიოთეკაში დაუშვებელია წიგნის არასწორად დადება მისი დამალვის ან სხვა მკითხველისათვის წიგნის გამოყენების ხელის შეშლის მიზნით.


შენიშვნა:   საუნივერსიტეტო   ბიბლიოთეკაში   გაწევრიანების  დროს   მკითხველი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს.