წიგნები

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ა(ა)იპ გორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა 1935 წლიდან არსებობს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრს. ბიბლიოთეკაში ყველა მიმართულებით მოიპოვება როგორც ძველი პერიოდული გამოცემები, ასევე უახლესი სახელმძღვანელოები და წიგნები, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ მათთვის საინტერესო მიმართულებით. საბიბლიოთეკო ფონდის განახლება-შევსება ხდება პერიოდულად განხორციელებული შესყიდვებითა და შემოწირულობებით.


წიგნადი ფონდი

სიახლე ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში

 
ბიბლიოთეკაში მოიპოვება 420 456 ცალი საბიბლიოთეკო ერთეული, მათ შორისაა 67 475 დასახელების 290 437 ეგზემპლარი წიგნი და ჟურნალები-131 432 ნომერი.
ა(ა)იპ-გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში მდიდრდებოდა, იზრდებოდა წიგნადი ფონდი და შეიქმნა ფუნდამენტური ბიბლიოთეკა, რომელიც დაკომპლექტებულია ჰუმანიტარულ, საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლიტერატურით.
მომსახურების ფორმები ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ორი სახის აბონიმენტი: პროფესორ-მასწავლებლებისათვის და სტუდენტებისათვის. ბიბლიოთეკა განლაგებულია სხვადასხვა კორპუსში. ბიბლიოთეკის შენობა ორსართულიანია და მოიცავს როგორც წიგნთსაცავს, ისე სააბონენტო განყოფილებას, მეორე კორპუსში ის პირველ სართულზეა, ხოლო მესამე კორპუსში-მეორე სართულზე. ამათგან ორი კორპუსის ბიბლიოთეკას აქვს წიგნთსაცავისაგან გამიჯნული სამკითხველო დარბაზები. პირველი სასწავლო კორპუსის სამკითხველო დარბაზის წიგნადი ფონდის რაოდენობა შეადგენს 3.432 ეგზემპლარ წიგნს.

ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესები ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ინფორმაციულ ცენტრს. აქ ეწყობა შეხვედრები, პრეზენტაციები, მკითხველთა კონფერენციები, ლიტერატურულ ნაწარმოებთა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მეცნიერული ნაშრომების განხილვა და სხვადასხვა სახის ღონისძიება. ბიბლიოთეკის შევსება, გარდა შემოწირულობებისა და პერიოდულად განხორციელებული შესყიდვებისა, ხდება საჩუქრად მიღწეული წიგნებითაც.


ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოეცა წიგნები

1. 1968 წელს, მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან-XII, XIII, XIX საუკუნის უნიკალური გამოცემები რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე.
2. ლონდონის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
3. პროფესიული განვითარების ცენტრიდან.
4. თბილისის საკრებულოდან
5. ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან
6. ბრიტანული კომპანიიდან "კარდო".
7. წიგნები-ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან.
8. წიგნები-გოეთეს ინსტიტუტიდან.
9. 1998 წელს, „ევრაზიის“ ფონდიდან -ეკონომიკური პროფილის ლიტერატურა, (503 ეგზემპლარი) 10. ფონდიდან „ღია საზოგადოება-საქართველო“-სოციალურ მეცნიერებათა შემსწავლელი დისციპლინებისათვის განკუთვნილი ლიტერატურა.
11. წიგნები-ს. ხუციშვილისა და ხიდაშელის წიგნადი ფონდიდან.
12. პროფესორ ა. ცოტნიაშვილის წიგნადი ფონდის ნაწილი.
13. პროფესორების გ. ბურჭულაძისა და გ. გოგოლაშვილის წიგნადი ფონდების ნაწილი.
ბიბლიოთეკის ფონდში დაცულია აგრეთვე 1876 წელს დაარსებული გორის საოსტატო სემინარიის წიგნადი ფონდი, რომელიც 1935 წელს გადმოეცა ახლად დაარსებულ სამასწავლებლო ინსტიტუტს.
ბიბლიოთეკაში აკინძული და დაცულია 1938 წლიდან 1990 წლამდე ყოფილ საბჭოთა კავშირში გამომავალი ცენტრალური გაზეთები და ჟურნალები, ხოლო 1991 წლიდან დღემდე საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური გაზეთები და სხვადახვა პროფილის ჟურნალები. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამ აქტიური დახმარება გაუწია უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის ბბლიოთეკის შექმნას, რომლის ხელმძღვანელიც ეკონომიკურ მეციერებათა დოქტორი, გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ედუარდ რაუფი. აღნიშნულ ბიბლიოთეკას გადაეცა ინგლისურენოვანი მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა. ამჟამად ინგლისური ლიტერატურის ბიბლიოთეკის ფონდში ინახება 3627 ეგზემპლარი წიგნი და კომპაქტდისკები. გარდა ამისა, ბიბლიოთეკა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, კომპიუტერებით და ქსეროქსით.

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სტრუქტურა

ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის მენეჯერი; მკითხველებს ემსახურება ბიბლიოთეკის 6 სპეციალისტი, ბიბლიოთეკა არსებობს უნივერსიტეტის ბალანსზე. ბიბლიოთეკაში არის წიგნადი ფონდის ორგვარი კატალოგი: ანბანური და სისტემური. ქართულ და რუსულ ენებზე, აქვე ინახება ელექტრონული ჟურნალ-გაზეთების კომპაქტ-დისკები და ინფორმაცია ელექტრონული ბიბლიოთეკის შესახებ; მიმდინარეობს წიგნადი ფონდის შეტანა კომპიუტერში სპეციალურად შექმნილი პროგრამის მიხედვით. ბიბლიოთეკაში წარმოებს წიგნებისა და მკითხველების აღრიცხვა; წიგნადი ფონდი გატარებულია საუნივერსიტეტო წიგნებში. მკითხველთა აღრიცხვა წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალში. სტუდენტები ბიბლიოთეკის წიგნებით სარგებლობისას იყენებენ სტუდენტის ბარათს.

ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე შაბათ კვირის გარდა 900-სთ-დან 17:30 საათამდე. სამკითხველო დარბაზის ძირითადი სამუშაო დროა 9-30 - 17-30 საათი. მორიგეებისთვის 11-19 საათი.
ბიბლიოთეკის სპეციალისტების მოვალეობა: ბიბლიოთეკაში წიგნების აღრიცხვა, კომპიუტერში შეტანა.
ფონდის მოწესრიგება, ფონდის დაკომპლექტება წიგნადი თუ სხვა სახის ფონდით. ბიბლიოთეკის თანამედროვე წიგნებით შევსებაზე ზრუნვა. სტუდენტებზე წიგნების გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვა საჭირო პერიოდული პრესის დროულად გამოწერა, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.


ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

ბიბლიოთეკის სათანადო მუშაობისათვის საჭიროა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინება:
წიგნად ფონდთან დაკავშირებულმა სტუდენტა უნდა იმუშაოს მოწესრიგებულად
ბიბლიოთეკაში იკრძალება ხმაური და საუბარი
ბიბლიოთეკაში მოწევა აკრძალულია
წიგნები, რომებიც ბიბლიოთეკაში თოთო ეგზემპლარია ბილიოთეკდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ სამკითხველო დარბაზში.
მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში რამდენიმე ეგზემპლარია. ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა 10 დღით.
ბიბლიოთეკის სპეციალისტს შეუძლია შეცვალოს წიგნის გატანის წესი ან წიგნი არ გასცეს ისეთ პირებზე, რომლებიც შემჩნეულნი არიან წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში ან დაზიანებაში.