არჩევნები რექტორის თანამდებობის დასაკავებლად

21 ნოემბერი,2018

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმების შესახებ

დადგენილება #09-51

1. გამოცხადდეს არჩევნები და დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ბ) სამოქმედო გეგმისა და კონცეფციის წარმოდგენა.
3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 21 ნოემბერს.
4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2018 წლის 27 დეკემბრის 10 საათიდან, მისამართზე: ქ. გორი, ი. ჭავჭავაძის ქ. N53; ოთახი N115.
5. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2019 წლის 04 იანვრის 18 საათი.
6. აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ განისაზღვროს 2019 წლის 15 იანვარი.
7. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4-ზე;
ვ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლექცია-გაკვეთილი

2018 წლის 14 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტებს ესტუმრნენ გორის...

14 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა

დოკუმენტური ფილმი

13 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, გაიმართა პროექტ ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" განმახორციელებელი ორგანიზაციის ,,people in need"...

13 დეკემბერი, 2018 სრულად ნახვა