გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა გორის უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქალბატონ არდით ლუის მანს საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა

27 მაისი, 2010

2010 წლის 24 მაისს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა გორის უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქალბატონ არდით ლუის მანს ( CCID სათემო კოლეჯები საერთაშორისო განვითარებისათვის ამერიკელი მენეჯერი საქართველოს მასშტაბით) საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი პროფესიული პროგრამების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. დამსწრეთ მიესალმა და ქალბატონ არდითს მიულოცა ქალბატონმა ლალი ღოღელიანმა (სათემო კოლეჯები საერთაშორისო განვითარებისათვის ქართველი მენეჯერი). სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორი ლევან მიდოდაშვილი (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი), ლევან წიქარიძე (უმაღლესი პროფესიული პროგრამების ადმინისტრატორი), ციცინო ფისაძე (უმაღლესი პროფესიული პროგრამების სტუდენტი). ქალბატონმა არდითმა მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტის რექტორს, უმაღლესი პროფესიული პროგრამების მონაწილეებს და კმაყოფილება გამოთქვა პროგრამის მიმდინარეობის პროცესის გამო. ღონისძიებას ალამაზებდა მუსიკალური ნომრები.


     

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სემინარი

16 მაისს გორის უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ სემინარი გაიმართა.

16 მაისი, 2019 სრულად ნახვა

სემინარი

16 მაისს გორის უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ სემინარი გაიმართა.

16 მაისი, 2019 სრულად ნახვა