საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა

14 მარტი,2017

საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოდან ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ საფრანგეთის უნივერსიტეტი პარიზი-საკლეი (Université Paris-Saclay) აცხადებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას 2017-2018 აკადემიური წლისათვის მაგისტრატურის საფეხურზე.
განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც ფრანგულენოვან, ისე ინგლისურენოვან სტუდენტებს. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს 45 მიმართულებს, რომელიც დაყოფილია 8 სკოლის მიმართულებით, ესენია: 1.ბიომრავალფეროვნება, სოფლისმეურნეობა და კვების მრეწველობა, საზოგადოება და გარემო (biodiversity, agriculture and food, society and the environment), 2. ბიოლოგია, მედიცინა და ფარმაცია (biology,medicine and pharmacy), 3.ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები (engineering, information science and technology), 4. ფუნდამეტური მეცნიერებები(Basic sciences;), 5. სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები (Law and Political Science) 6. ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და მართვა (economics,Social Sciences and Management), 7. ჰუმანიტარული მეცნიერებები (humanities), 8. სპორტის მეცნიერებები (Sports Sciences and Human Movement). დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www. universite-paris-saclay.fr/en/ education/masters.
სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტიდან ელ.ფოსტის მეშვეობით მიიღებენ ოფიციალურ წერილს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ და ამავდროულად ნებართვას სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთებისა. სტიპენდია გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომელიც სასტიპენდიო ჟიურის გადაწყვეტილებით მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტის მეშვეობით დაფინანსების შესახებ.
აღნიშნულ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მოსაპოვებლად შერჩევა იყოფა 2 ეტაპად. საქართველოს მოქალაქეები განაცხადის გაკეთებას შეძლებენ მხოლოდ მეორე ეტაპზე, იხილეთ ვებ-გვერდი:
https://www.universite-paris- saclay.fr/fr/formation/ admission.
გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოთ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილში (3 გვერდი)

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

17 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: გამოწვევები და...

17 ნოემბერი, 2017 სრულად ნახვა

შეხვედრა

15 ნოემბერს გორის უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის რესპუბლიკის კონსული, პირველი მრჩეველი, ბატონი გჟეგოჟ სტიკოვსკი საელჩოს წარმომადგენელთან ერთად. სტუმრებმა...

15 ნოემბერი, 2017 სრულად ნახვა