სტუდენტური ესეების კონკურსი

15 თებერვალი,2019

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამდუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მართავს სტუდენტური ესეების კონკურსს: ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“.
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება კონკურსის შიდა საუნივერსიტეტო ეტაპი.
საკონკურსო ესე უნდა შეეხებოდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს: არჩევნები, პოლიტიკური პარტიები, ქალი დეპუტატები, ეთნიკური უმცირესობები, კრების მიერ მიღებული კანონები, კონსტიტუცია და სხვა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ესე უნდა წარმოადგინონ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2019 წლის 27 თებერვლამდე.
კომპეტენტური კომისიის მიერ შერჩეული იქნება 2 საუკეთესო ნაშრომი, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხოლო საქართველოს მასშტაბით შერჩეულ საუკეთესო ნაშრომის ავტორებს მიმდინარე წლის 21 მარტს, ღონისძიების ფარგლებში, დააჯილდოებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სემინარი

16 მაისს გორის უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ სემინარი გაიმართა.

16 მაისი, 2019 სრულად ნახვა

სემინარი

16 მაისს გორის უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ სემინარი გაიმართა.

16 მაისი, 2019 სრულად ნახვა