ტემპუსის პროექტის - „სამაგისტრო პროგრამების დამუშავება, სასტუმრო მენეჯმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში

04 აგვისტო,2017

პირველად, გორის უნივერსიტეტის ისტორიაში!!!
2017 წელს, ტემპუსის პროექტის - „სამაგისტრო პროგრამების დამუშავება, სასტუმრო მენეჯმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში (544191-TEMPUS-1-2013-PT-TEMPUS-JPCR)“ - ჩარჩოებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა (რექტორი , პროფესორი გიორგი სოსიაშვილი) და ჟირონას უნივერსიტეტს (რექტორი, დოქტორი სერჟი ბონე მარულ) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ორმაგი დიპლომის, ორი სამაგისტრო პროგრამის, მიმართ: ტურიზმის მენეჯმენტი და სასტუმრო მენეჯმენტი.
ხელშეკრულების ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის და სასტუმრო მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ მეორე სასწავლო წელი გაიარონ ჟირონას უნივერსიტეტში და მოამზადონ სამაგისტრო თეზისი, რომლის დაცვა ხდება ორივე უნივერსიტეტში. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ორმაგ დიპლომს.
ასევე, გაფორმდა 5 წლიანი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს: სამეცნიერო და კულტურული ურთიერთკავშირების დაფუძნებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების დამუშავებას, ერთობლივი კონფერენციების ორგანიზებას, სასწავლო რესურსების გაცვლას და ტექნოლოგიების ტრანსფერს უნივერსიტეტების განვითარებისა და თანამშრომლობის გამყარების მიზნით.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

დაიწყო ქართულ-პოლონური საზაფხულო სკოლა

16 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით გორის უნივერსიტეტში დაიწყო ქართულ-პოლონური საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებენ ვარშავის და გორის...

18 ივლისი, 2018 სრულად ნახვა

ქართულ-თურქული საზაფხულო სკოლა

გორის უნივერსიტეტში 9 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა ქართულ-თურქული საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებდა თურქეთის სამი...

16 ივლისი, 2018 სრულად ნახვა