სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურის საქმიანობის სფეროებია:

  • სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში;
  • სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზრის შესაძლებლობების, პერსპექტივების შესახებ ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების საშუალებით;
  • სტუდენტების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში;
  • სტუდენტების დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში: თემატური ღონისძიებები, სემინარები, შეხვედრები, დასაქმების ფორუმები;
  • დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. სასწავლო პროცესთან დამსაქმებელთა მეტად დაახლოებისა და, სამომავლოდ, სასწავლო პროგრამებში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
  • დასაქმების ინტერნეტსაიტებზე არსებული ვაკანსიების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი შრომის ბაზრის დინამიკასა და ტენდენციებზე დაკვირვებისა და აქტიური -დამსაქმებლების გამოვლენის მიზნით;
  • შრომის ბაზრის კვლევების განხორციელება უნივერსიტეტის მასშტაბით, როგორც სტუდენტების, ასევე დამსაქმებლების პერიოდული გამოკითხვა ადამიანურ რესურსებზე მოთხოვნა-მიწოდებაზე დაკვირვების მიზნით; 
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია; 
  • სტუდენტების მრავალკომპონენტიანი, სრული კომპიუტერული რეესტრული ბაზის შექმნა და მოხმარება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური მისი ფუნქციებიდან გამომდინარე ახორციელებს სხვადასხვა ხასიათის გამოკითხვებს, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე რეგიონის მასშტაბით.
ჩატარდა შიდა გამოკითხვები უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, კვლევის მიზანია აღნიშნული სამიზნე ჯგუფების ზოგადი კვლევა სასწავლო და სამუშაო გარემოსთან მიმართებაში და მათი მოლოდინების განსაზღვრა, რათა შესაძლებელი გახდეს სწავლა-სწავლების ხარისხის სწორად შეფასება, არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და ზოგადად საუნივერსიტეტო ცხოვრების სრულყოფა-გაუმჯობესება. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ჰუმანიტარული და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებმა.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია გამოკითხვების წარმოება და შესაბამისი კითხვარების ორგანიზაციებში წარდგენა. რეგიონის სკოლების მესამე საფეხურის მოსწავლეებსა და პედაგოგებში; ასევე კითხვარები დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.
კვლევის მიზანია მათი ინფორმირებულობისა და მოლოდინების განსაზღვრა ზოგადად უნივერსიტეტთან და აქ არსებულ სასწავლო პროგრამებთან მიმართებაში, ასევე უნივერსიტეტში პედაგოგთა გადამზადების პროგრამების სრულყოფილად შემუშავების უზრუნველსაყოფად.
შიდა ქართლის რეგიონში შრომის ბაზრის კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგიონში არსებულ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობრივი და ასაკობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა კონკრეტული სპეციალობების მიხედვით, ასევე არსებული თუ მოსალოდნელი ვაკანსიების გამოვლენა. აღნიშნული ორგანიზაციები მოიცავს საქმიანობათა შემდეგ სფეროებს: განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, გაზ და წყალ მომარაგება, მრეწველობა, ვაჭრობა, საყოფაცხოვრებო მომსახურება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, კულტურა, სპორტი, საბანკო და არასამთავრობო სექტორები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ლექცია

18 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ინიციატივით, „სტუდენტური დღეები 2018“ ფარგლებში, გორის...

18 მაისი, 2018 სრულად ნახვა

შეხვედრა

17 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან, მათი...

17 მაისი, 2018 სრულად ნახვა