გერბი

 

ერთ ველიანი "ევროპული" ფარი დაფარულია ოქროსფერით, რაც სიმბოლურად განასახიერებს მარადიულობას, შემოსაზღვრულია მუქი ლურჯი ფერის ვიწრო კანტით, ფარზე აღბეჭდილია მზის სიმბოლური გამოსახულება, რომელიც არის სინათლის, სიცოცხლის, ცოდნის, ბნელზე ნათელის გამარჯვების სიმბოლო, რაც ოქროსფერი და ლურჯი ფერების მონაცვლეობით არის გადმოცემული. მზის ნათელი სხივებისა და ლურჯი ფერების ცვალებადობა სიმბოლურად ასახავს ადამიანის ღვაწლს, სწრაფვას დაეუფლოს ცოდნას, შეიცნოს ჭეშმარიტება. ფარის ზედა და ქვედა სეგმენტზე არის ქართული და ლათინური წარწერა "ცოდნა ცხოვრებისთვის", "Knowledge for living".

 

ფარზე აღბეჭდილი მზის სიმბოლური გამოსახულება შექმნილია მცხეთის რაიონის სოფელ ერედაში აღმოჩენილი ბრინჯაოს დისკოს ფორმის არტეფაქტზე დაყრდნობით, რომელიც დაცული პროფესორ სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში და დათარიღებულია ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით.