ENG

     საერთაშორისო

ურთიერთობების ოფისი

====================================================================

დებულება სტრატეგია პარტნიორები &ქსელები პროექტები გაცვლითი პროგრამები  სასწავლო სტიპენდიები კონფერენციები

სიახლე !

გამოცხადდაგლობალურისტუდენტურიგაცვლითიპროგრამისახალიშესარჩევიკონკურსი.
გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას. სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის პირველ, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან  ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.
პროგრამის ყველა მონაწილე:

სტუდენტები, რომლებიც ანკეტის ჩაბარების მომენტშიარიან პირველ კურსზე, ისწავლიან ორწლიან საზოგადოებრივ კოლეჯებში, ხოლო მეორე და მესამე კურსის სტუდენტები იცხოვრებენ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში და განთავსდებიან ოთხწლიან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდეგს:


დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ პროგრამის ვებგვერდი (http://georgia.usembassy.gov/resources/programs/exchange-programs/ugrad.html) და დაუკავშირდეთ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ( ელ. ფოსტა: gstu2012@gmail.com).

---------------------------------------------------------------

1) http://gu.edu.ge/ge/news/inglisuri-enis-kursebi-goris-saxelmwifo-saswavlo-universitetshi-2035.page
2) http://gu.edu.ge/ge/news/socialuri-da-humanitaruli-mecnierebebis-mimartulebit-gamocxadebuli-kvleviti-granti-1968.page
3) http://gu.edu.ge/ge/news/internacionalizacia-centralur-aziasa-da-evropis-samezoblo-qveynebs-shoris-1914.page
4) http://gu.edu.ge/ge/news/sainformacio-shexvedra-erasmus-mundusis-mobilobisgacvlit-programebtan-dakavshirebit-1890.page
5) http://gu.edu.ge/ge/news/urtierttanamshromlobis-memorandumi-1847.page
6) http://gu.edu.ge/ge/events/samushao-shexvedrebi.page
7) http://gu.edu.ge/ge/events/proeqtis-544191-tempus-1-2013-1pt-jpcr-sastumros-menedjmenti-farglebshi-samushao-shexvedra.page
8) http://gu.edu.ge/ge/events/saertashoriso-konferencia-universitetebs-shoris-tanamshromloba-shavi-zgvis-regionshi-saerto-saganmanatleblo-girebulebebi.page
9) http://gu.edu.ge/ge/events/seminari-temaze-studentis-chartuloba-saswavlo-programis-formirebashi-sabazro-ekonomikis-motxovnebis-gatvaliswinebit-2072.page
10) http://gu.edu.ge/ge/events/shexvedra-studentebtan-temaze-studenti-rogorc-saswavlo-programiskurikulumis-tanaavtori-xedva-codnisken-1957.page
11) http://gu.edu.ge/ge/events/tempusis-proeqt-umagles-ganatlebashi-shetanili-cvlilebebis-martva-1956.page
12) http://gu.edu.ge/ge/events/seminari-temaze-ganatleba-sazgvrebis-gareshe-ganatlebis-internacionalizacia-internacionalizaciis-procesis-meshveobit-swavlaswavlebis-da-swavlaswavlebakvlevis-stadartebis-gazrda-1876.page

 

---------------------------------------------------------

კონკურსი ტემპუსის პროექტის (516663-TEMPUS-1ES-1-TEMPUS-SMGR)  - „განათლების ინტერნაციონალიზაცია ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ -  ჩარჩოებში, დოქტორანტებისათვის  შემოთავაზებულია 2-3 კვირიანი სტაჟირება ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტში. სრული დაფინანსებით
სევილიის უნივერსიტეტში ხელმძღვანელის შესარჩევად, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საკვლევი სამუშაოს გეგმა/პროექტი (მოცულობით 2-3 გვერდი), რომელიც მოიცავს:
თემის დასახელებას; მიზანს; კვლევის მიმართულებას; კვლევითი სამუშაოს მოკლე აღწერას; კვლევის განხორციელებისათვის მოთხოვნილ პირობებს; მოსალოდნელ შედეგებს, სამომავლო პერსპექტივებს: რა წვლილს შეიტანს თქვენს მიერ შერჩეული საკვლევი თემა თქვენი დისერტაციის სრულყოფაში?
კვლევის სამუშაო გეგმის/პროექტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 29 აპრილი
საკონტაქტო პირი: რუიზან მექვაბიძე
პირველი კორპუსი, ტემპუსისა და ერასმუს მუნდუსის ცენტრი, ოთახი 2014
ტელ.: 558 75 16 13

დამატებიტი ინფორმაცია იხილეთ: http://gu.edu.ge/iro-web/index-eng.htm

-------------------------------
გამოცხადდა ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამების კონკურსები:

  1. BACKIS- http://backis-mundus.eu/index.php/backis-project

 IANUS  http://ianus.uaic.ro

       3.     EUROEAST   http://www.euroeast.polito.it/applications

4.      ALRAKIS II   http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1763&a=1744
  5.      WEBB   http://www.unibo.it/WEBB/default.htm

=============

გამოცხადდა კონკურსი Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS ფარგლებში.
Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი
განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის
მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, პროგრამის ფარგლებში  სრულად ფინანსდება მობილობა (ერთი ან
მეტი სემესტრის გატარება) ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და
ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტებში ევროპის
მასშტაბით.
ALRAKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლები საბაკალავრო,სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
განაცხადება მიიღება 2012 წლის 20 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდი: www.alrakis.eu
დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს (უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსი, პირველი სართული, ტელ.: +995 370 27 32 13)

=============

შეხვედრები, სემინარები

=============

ბერდიანსკის სახელმწიფო  პედაგოგიური უნივერსიტეტის (უკრაინა) კვლევითი ნაშრომების 2012 წლის კრებულში გამოქვეყნდა გორის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტი სტუდენტების ნაშრომების გაფართოებული აბსტრაქტები:

1. თეონა ჩადუნელი. დასაქმების ფორმირების პრობლემა გარდამავალი პერიოდში გორის რეგიონის მარკეტინგული ანალიზის  საფუძველზე.  კონსულტანტი, დოქტ. რუიზან მექვაბიძე, გვ.321

2. ქეთი წიქარიშვილი. ბიომრავალფეროვნება კარიერებზე და კონსერვაციის პრობლემები. ხელმძღვანელი: ასოც.პროფესორი მაია აზმაიფარაშვილი, გვ. 323

(ამავე უნივერსიტეტის 2011 წლის სამეცნიერო ნაშრომების კრებულში გამოქვეყნდა გორის უნივრესიტეტის სტუდენტების 5 აბსტრაქტი)


=============

01-03 ივლისი, 2012
 თბილისი,საქართველო
სემინარი „საერთაშორისო თანამშრომლობა & ქსელები“
ტემპუს   IV -ის ჩარჩოებში, ხელშეკრულების #2011-2532 /001-001
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ  და პრეზენტაციას გააკეთებენ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი    რუიზან მექვაბიძე და ტოეფელ-ის ცენტრის მასწავლებელი მარიამ ზარხოზაშვილი ძლიერ და სუსტი მხარეების შესახებ განათლების ინტერნაციონალიზაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებ გორის სასწავლო უნივერსიტეტში                                                                                                                                                    
=================================
10-13 მაისი, 2012
. დუშანბე, ტაჯიკეთი
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა    რუიზან მექვაბიძე და რექტორის მოადგილემ, გაცვლითი პროგრამების კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე მღებრიშვილმა, ტემპუს   IV -ის ჩარჩოებში მონაწილეობა მიიღეს   ვორკშოფში, რომელიც გაიმართა ტაჯიკეთის კომერციის სახელმწიფო უნივერსიტეტში
========================
15-20 აპრილი, 2012
პარიზი, საფრანგეთი
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა    რუიზან მექვაბიძემ და რექტორმა  გიორგი სოსიაშვილმა  მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო საერთაშორისო ჟურნალის „ხელოვნება და მეცნიერება“-ს მიერ

========================

2012 წლის 8 თებერვალი
TOEFL-ის სასწავლო ცენტრი მოქმედებაშია: გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ ინგლისური ენის  ცოდნა.
II კორპუსი, ედვარდ რაუპის ბიბლიოთეკა,
მარიამ ზარხოზაშვილი

======================
2012 წლის 7 თებერვალი
ილიას უნივერსიტეტი ატარებს ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის
ამოქმედების შესახებ 2012-2013 სასწავლო წლისათვის


იხილეთ ბმული: : www.alrakis.eu 

2012 წლის 1 თებერვალი
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომლებმა ( მენეჯერი- რუიზან მექვაბიძე, მთავარი სპეციალისტი - ზურა ზურაბაშვილი, სპეციალისტი - იზა ალიმბარაშვილი, TOEFL -ის ცენტრის ხელმძღვანელი- მარიამ ზარხოზაშვილი) გააკეთეს პრეზენტაციები


უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისათვის საერთაშორისო კონკურსებსა, კონფერენციებსა, სტუდენტური და კვლევითი სტიპენდიების შესახებ

2012 წლის 14-21 იანვარი
გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მენეჯერმა დოქტ. რუიზან მექვაბიძემ მონაწილეობა მიიღეს შეხვედრებში ტემპუსის პროექტის (ICAEN) ჩარჩოებში სევილიის უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და ინჰოლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ( ჰოლანდია),
განხილული იყო პროექტის მიმდინარე სამუშაო პაკეტი

=========

o2011წლის 5-6 დეკემბერი, კიევი

თემა: ტემპუსის, ერასმუს მუნდუსის პროექტებში   აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვისათვის ევროპის უნივერსიტეტებიდან აპლიკანტების მოძიება საერთო პრობლემების ჭრილში

მონაწილენი: საქართველო, ბელორუსია, უკრაინა, ტაჯიკეთი, მოლდავეთისა და ევროპის უნივერსიტეტებიდან წარმომადგენლები

======================

2011 წლის 29 ნოემბერს, 10:00-16:00 , ევროპის სახლში ტარდება კონფერენცია თემაზე

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა:

ევროპული გამოცდილება

მისამართი: ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1

================================

2011 წლის 17 ნოემბერი, თბილისი

 თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტა ტემპუსის ოფისი საქართველოში  მასპინძლობენ  საინფორმაციო ღონისძიებას  ტემპუსის ახალი საგრანტო  კონკურსის შესახებ.

========================

ვიდეო ჩართვა 3–7 ნოემბერი, 2011

საერთო ინტერესებისა და პრობლემების განხილვა – დისკუსიები

უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში

განათლების ინტერნაციონალიზაცია ცენტრალურ აზიასა და მეზობელ აღმოსავლეთ მხარეში(ICAEN)პროექტი 516663-TEMPUS-1-2011-1-ES-TEMPUS-SMGR-Tempus IV EACEA/32/2010  პროექტის ჩარჩოებში

===========================

o

25/10/2011-29/10/2011
იტალიის . უდინეს უნივერსიტეტი

საერთაშორისო სემინარი თემაზე ევროპული ღირებულებების გავრცობა ევროპული პროგრამების ბაზაზე:
... შესაძლებლობა-ორგანიზება - ქსელის გაფართოება...
. უდინეს უნივერსიტეტი,ვენეციის რეგიონი, იტალია

წარდგენილი საპროექტო იდეები:

1. პროფესიული სწავლების პროგრამების განვითარება  მიგრანტებისა და ზრდასრულთათვის  შერეული სწავლების გამოყენებით (Developing the Vocational Educational Programs for Adults and Migrants with Blended Learning Using)
2. საერთაშორისო საზოგადოებათა ქსელის შექმნა  მულტი კულტურული დიალოგის ბაზაზე (International Community Network on the Basis of Multi-Cultural Dialogue)
3. მიგრანტებისა და ახალგაზრდებისათვის საერთაშორისო კომპიუტერული ქსელის შექმნა სახელწოდებით ჩვენ აქ ვართ ანეს ჩვენი ხმებია“ (“Here We are” or „Here our Voices”)

======================================

კონტაქტები:

ოფისის მენეჯერი: დოქტ.  რუიზან მექვაბიძე

ტელ..: +995 370  27 32 13

მობილური: 558 75 16 13

სპეციალისტი: იზა ალიმბარაშვილი

ტელ..: +995 370  27 32 13

მობილური: 599 64 08 85

  =========================

უკან დაბრუნება