ფოტოკონკურსი

08 ივნისი,2021

UNESCO მესამედ აცხადებს ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემებია: ტექსტილი და სამოსი და კულტურული ურთიერთობები კოვიდ-19-ის დროში, მათ შორის ტექსტილისა და სამოსის სფეროში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე. შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან). პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები მიიღებენ ნახევრადპროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ სამოყვარულო ციფრულ ფოტოაპარატს. ასევე შერჩეული 50 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და გამოიცემა ფოტოალბომი. დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები წარმოდგენილია შემდეგ ბმულზე: https://en.unesco.org/silkroad/content/participate-youth-eyes-silk-roads-photo-contest-2021

ხოლო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია მ.წ. 24 აგვისტომდე, შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://unescosilkroadphotocontest.org/participate

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით

2021 წლის 20 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის...

20 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა

შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გორის უნივერსიტეტის ჩონლაინ რეჟიმში შეხვდა, სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა,...

20 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა