იტალიური ენის შემსწავლელი კურსები

22 დეკემბერი,2020

იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იტალიური ენის შემსწავლელი კურსები დაიწყება.
2020 წელს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავს იტალიური ენის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.
2021 წლის იანვარში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გეგმავს იტალიური ენისა და კულტურის ცენრის შექმნას, სადაც გარდა იტალიური ენის შემსწავლელი კურსებისა, განხორცილედება სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროექტები.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრ „მინერვას“ პრეზიდენტ, ქალბატონი მაია ჯიჯავას მხარდაჭერისათვის.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უცხოური ენების სწავლების გასაუმჯობესებლად გატარებული ღონისძიებების თვალსაზრისით აქტიურად განაგრძობს ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესს. 2020-2021 სასწავლო წლებში დაგეგმილია ფრანგული და თურქული ენების შემსწავლელი უფასო კურსების შეთავაზება უნივერიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან

მიმდინარე წლის 22 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.

22 იანვარი, 2021 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან მობილობის პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებთან...

მიმდინარე წლის 21 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა შეხვედრა...

22 იანვარი, 2021 სრულად ნახვა