ჟურნალი „ეკონომიკა, ბიზნესი და ადმინისტრირება“

03 თებერვალი,2021

ძვირფასო კოლეგებო
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაარსდა საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული რეცენზირებადი ჟურნალი „ეკონომიკა, ბიზნესი და ადმინისტრირება“(“Economics, Business and Administration” ). ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ ეკონომიკის, ბიზნესისა და ადმინისტრირების დარგებსა და ამ დარგების შემდეგ მნიშვნელოვან ქვედარგებში: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა, მარკეტინგი და რეკლამა, საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა.
ჟურნალი, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო სივრცეში გატანას, მის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, დაეხმარება ქართულ აკადემიურ წრეებს გაეცნოს საზღვარგარეთ წარმოებული სამეცნიერო კვლევების თანამედროვე დონეს. ჟურნალში არსებული რეცენზირების მექანიზმი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ხარისხის თვისობრივ ზრდას.
ჟურნალს აქვს „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJS–open journal systems) პროგრამული უზრუნველყოფა.
ჟურნალში სამეცნიერო შრომები ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჟურნალის ელექტრონული სისტემის მენიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისურ და ქართულ ენებზე. ჟურნალში სამეცნიერო კვლევები (სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმის, სესიისა და სხვა მოხსენებები, რეცენზიები საერთაშორისო გამოცემებსა და მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებზე) შუძლიათ გამოაქვეყნონ აღნიშნული დარგის/ქვედარგების დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარებსა და დოქტორანტებს. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა ხელმისაწვდომია ყველასათვის.
ჟურნალი გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ერთხელ (სექტემბერში). სამეცნიერო შრომების წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის თებერვლიდან, გამოქვეყნება უფასოა.

სამეცნიერო შრომების წარდგენის ბოლო ვადაა
2021 წლის 1 ივნისი!

ნაშრომის მომზადება ხდება APA სტილით IMRAD ფორმატში (სტატიის მომზადების ინსტრუქცია იხილეთ დანართის სახით (1) ელექტრონულ მისამართზე:
http://sciencejournals.ge/ და http://sciencejournals.ge/index.php/bu

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით. ნაშრომის წარდგენისათვის საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია როგორც ავტორმა (იხილეთ ინსტრუქცია დანართის სახით (2). სურვილის შემთხვევაში ავტორს შეუძლია სტატია Word-ის ფაილით გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: goriunieconomics@gmail.com ; goriunieconomics@gu.edu.ge

სამეცნიერო ნაშრომის შეფასება ხდება ორი რეცენზენტის მიერ ე.წ. „ბრმა რეცენზირების“ წესით (ავტორმა არ იცის ვინ არის რეცენზენტი და ასევე, რეცენზენტმა არ იცის ვინ არის ავტორი). ნაშრომი ასევე გადის შემოწმებას პლაგიატის პროგრამაზე (Turnitin).
სამომავლოდ იგეგმება ჟურნალის საერთაშორისო ციტირებად ბაზებში ინტეგრირება.
ჟურნალის რედაქტორთა კოლეგია და სარედაქციო საბჭო წინასწარ უხდის მადლობას თანამშრომლობისათვის აღნიშნული დარგის/ქვედარგების აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და უსურვებს წარმატებებს.

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მიმდინარე წლის 25 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

25 თებერვალი, 2021 სრულად ნახვა

ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი

2021 წლის 23-24 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის დისტანციურ რეჟიმში გაიმართა ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის...

24 თებერვალი, 2021 სრულად ნახვა