კონფერენცია

03 მაისი,2021

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ბიზნესის ადმინისტრირების კათედრა
სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“
2021 წლის 08 ივნისი

აპლიკაციის ფორმა

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრა 2021 წლის 08 ივნისს დისტანციური ფორმით ატარებს სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურების სტუდენტებს.
კონფერენციის მიმართულებაა ბიზნესის ადმინისტრირება.
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე giuligiguashvili@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა (აპლიკაციის ფორმა ჩამოტვირთეთ ვებგვერდიდან);
ბ) სამეცნიერო ნაშრომი.
საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; ნაშრომისათვის სავალდებულოა Sylfaen შრიფტის გამოყენება; შრიფტის ზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: დაშორება ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ.; ნაშრომს თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი. ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 8 ნაბეჭდ გვერდს. ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი უნდა მიეთითოს ნაშრომის სათაურის ქვეშ ზედა მარჯვენა კუთხეში სპეციალობის, სწავლების წლისა და ორგანიზაციის მითითებით.
თითოეული ნაშრომის შეფასება მოხდება პროგრამული კომიტეტის მიერ და მოწონებული ნაშრომების ავტორები მოწვეულნი იქნებიან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
პროფ. თეა ხორგუაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, ტელ.: (+995) 599 98 33 08, ელ-ფოსტა: tkhorguashvili@yahoo.com

გისურვებთ წარმატებებს.

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

XXXI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 11 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო...

11 ივნისი, 2021 სრულად ნახვა

ვებინარი

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით 2021 წლის 09 ივნისს ჩატარდა ვებინარი...

09 ივნისი, 2021 სრულად ნახვა