
ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა
10 იანვარი,2023გაცნობებთ, რომ გამოცხადებულია პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა (The Lane Kirkland Scholarship Program) 2023/2024 აკადემიური წლისათვის, რომელიც ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში.
ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (2023 KIRKLAND RESEARCH scholarships), რომელიც განკუთვნილია 45-წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.
ორივე პროგრამის სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 მარტი.
დანართის სახით გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინფორმაცია ზემოაღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით.
სტიპენდიების ელექტრონული გვერდის მისამართი: https://kirkland.edu.pl/en