მწვანე ეკონომიკის ელექტრონული კურსი

07 ივნისი,2021

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის – „EU4Environment“ პროექტის განმახორციელებელია. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან EU4Environment პროექტის ფარგლებში საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და დამატებითი ინსტრუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. პროექტის ფარგლებში მომზადდა მწვანე ეკონომიკის ქართულენოვანი ელექტრონული კურსი და მსურველებს/დაინტერესებულ პირებს სახლიდან გაუსვლელად ვთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსს.

https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview

საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 მოდული (ქართულ ენაზე), სადაც მკაფიო, მოკლე ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის და კერძო სექტორისთვის, ასევე გარემოსდაცვითი მმართველების, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის. კურსი თვითრეგულირებადი და მოდელირებადია, რაც გულისხმობს მსმენელის მიერ სასურველი მოდულის პრიორიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად შერჩევას. ელექტრონული კურსი მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, ქვიზებსა და კითხვარებს, რისი წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს დასრულების სერტიფიკატს. მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო. ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია 27 მაისიდან.

დეტალური ინფორმაცია კურსის სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე : https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია მეგი შუბალიძე - გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი (მობ.: 577 103 330; ელ-ფოსტა: megi.shubalidze@eiec.gov.ge.)

 
კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

XXXI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 11 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო...

11 ივნისი, 2021 სრულად ნახვა

ვებინარი

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით 2021 წლის 09 ივნისს ჩატარდა ვებინარი...

09 ივნისი, 2021 სრულად ნახვა