
ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატი სისხლის სამართლის თემატიკით
07 იანვარი,2021საქართველოს იურისტთა ასოციაცია ახალი იდეა ❗❗❗
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრასთან თანამშრომლობით საქართველოს იურისტთა ასოციაცია აცხადებს ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატს სისხლის სამართლის თემატიკით.
- პროექტი მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას, სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალურ-სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას.
- პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს და საქართველოს კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურისა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.
- მონაწილეობის მიღების მსურველმა პირებმა, სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ, 3 თებერვლის ჩათვლით (23:59).
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მოცემულ ბმულზე
https://docs.google.com/.../1zN6i.../edit...
აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან გასაუბრების ეტაპს, რის შედეგადაც მოხდება მონაწილეთა შერჩევა.
შერჩეულ კანდიდატებს ზეპირი რაუნდების დაწყებამდე ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომლებსაც გაუძღვებიან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები.
შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი ტრენინგები და იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება ონლაინ პლატფორმა zoom-ის საშუალებით.
ფინალურ ტურზე გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი,
პროექტში მონაწილე ყველა პირს კი გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
associationnewidea139@gmail.com
XMA Header Image
ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატი სისხლის სამართალში
docs.google.com
XMA Header Image
ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატი სისხლის სამართალში
docs.google.com